თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ხანძარია

თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე კაფე „ბლუმში“ ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

„კოტე აფხაზის ქუჩის მიმდებარედ, ერეკლე მეორის 11 ნომერში კაფე „ბლუმში“ მოხდა ხანძარი. ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული სახანძრო სამაშველო ჯგუფები, იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე მაშველების დროული და ოპერატიული მუშაობის შედეგად, ხანძრის დროული ლოკალიზება მოხდა.

დამწვარია შენობის 200 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია. ხანძარი ამ დროისთვის არის ლოკალიზებული და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

დაშავებული არავინ არ არის. კაფის თანამშრომლები გამოსულები იყვნენ შენობიდან მეხანძრე-მაშველების მოსვლამდე.

გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის არ არის. ადგილზე მობილიზებული იყო 8 სახანძრო და 1 სამაშველო ჯგუფი“,- განაცხადა ოთარ კერესელიძე.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს