ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს

ირაკლი ელაშვილი ფინკა ბანკი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ის ფინკა ბანკს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე 2020 წლის სექტემბერში შემოუერთდა. მას ფინანსურ და საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და დიდ ბრიტანეთში ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა Barclays Bank, BNP Paribas და თიბისი კაპიტალი. 2017-2019 წლებში ირაკლი თიბისი კაპიტალის დირექტორი და საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ფინანსურ სექტორში მოღვაწეობამდე, ირაკლი ელაშვილი საქართველოში ენერგეტიკის სექტორში წამყვან გლობალურ საკონსულტაციო ფირმაში - PA Consulting Group-ში მუშაობდა მენეჯმენტ კონსულტანტისა და სხვადასხვა აღმასრულებელ პოზიციებზე. ირაკლი ელაშვილი ფლობს ლონდონის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (2008), ასევე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საბანკო საქმისა და ფინანსების განხრით (2002).

„მივესალმებით FINCA Impact Finance-ის გლობალურ გუნდში ახალ წევრს. დარწმუნებული ვარ, ირაკლი თავისი მდიდარი გამოცდილებით, ფინკა ბანკის ამბიციური გეგმების განხორციელების პროცესს ეფექტურად წარმართავს. მიზანი ერთია - ფინკა ბანკმა, თავის სეგმენტში, ბაზარზე მოწინავე პოზიცია დაიკავოს, როგორც ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულმა, მომგებიანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომელიც მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებსა და ბანკთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილებას შესთავაზებს“, - განაცხადა ფინკა იმპაქტ ფაინენსის ევრაზიის რეგიონალურმა დირექტორმა და ფინკა ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ფლორინ ლილამ.

„ჩემთვის დიდი პატივია შევუერთდე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე გლობალურ საბანკო ორგანიზაციას და მის მაღალპროფესიონალურ გუნდს. მიხარია, რომ ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა და სამეთვალყურეო საბჭომ გამოხატა ჩემდამი ნდობა, სათავეში ჩავუდგე ფინკა ბანკს ტრანსფორმაციისა და განვითარების ახალ ეტაპზე. ფინკა ბანკის უპირველესი ამოცანაა, მომსახურების მაღალი სტანდარტი დანერგოს, მათ შორის საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის იმ დიდი ნაწილისათვის, ვისთვისაც სრულ საბანკო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ დაბალია. ფინკა ბანკი, უფრო მეტად ვიდრე აქამდე, მომხმარებელს მომსახურების მაღალ სტანდარტთან ერთად, შესთავაზებს ინოვაციებს და ორიენტირებული იქნება მათთვის დამატებითი ღირებულების შექმნაზე. ასევე, ჩვენი მიზანი იქნება ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებასა და ეკონომიკის კონკრეტული სექტორების გაჯანსაღებას. დარწმუნებული ვარ, რომ ფინკა ბანკის დიდი ოჯახი, ბანკის ყველა თანამშრომელი, წარმატებით ვუპასუხებთ ამ დიდ გამოწვევებს, გავაგრძელებთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვას საქართველოს საბანკო სექტორში და მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ბანკის ზრდისა და ტრანსფორმაცის პროცესში“, - აცხადებს ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ელაშვილი.

(R)

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს