რასიმ მუსაბეკოვი  -  ის, რასაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტული „ბარდაკი“ ჰქვია, უნდა დასრულდეს

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე საომარ მოქმდების მიზეზებსა და მოვლენათა განვითარების სავარაუდო პერსპექტრივებზე, “ინტერპრესნიუსი“ აზერბაუჯანის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, რასიმ მუსაბეკოვს ესაუბრა.

- ბატონო რასიმ, რამოდენიმე დღეა აზერბაიჯანსა და სომხეთს დაპრისპირების მთელ პერიმეტრზე მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, თქვენ როგორ შეაფასებდით დღეისათვის არსებულ ვითარებას?

- დიახ, მიმდინარეობს მასშტაბური საომარი მოქმედებები და ის რაც ხდება შეიძლება კვალიფიცირებულ იქნას, როგორც ომი. ჯერჯერობით, ვერ ვხედავ ნიშნებსა და საფუძველს იმისა ვიფიქრო, რომ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები მალე დასრულდება.

- პრეზიდენტმა ფაშინიანმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა არ დაუშვას ამ პროცესში თურქეთის ჩართვა. მას არაფერი უთქვამს ამ პროცესში რუსეთის სავარაუდო მონაწილეობაზე.

ერევანში ამბობენ და იმედევნებენ, რომ თუ თურქეთი ჩაება ამ დაპირისპირებაში, ასეთ შემთხვევაში რუსეთის ჩაებმება...

- ჯერჯერობით, თურქეთი აზერბაიჯანს მხოლოდ პოლიტიკურ მხარედაჭერას უცხადებს. ეს მხარდაჭერა აბსოლუტურად კანონიერია, რადგან თურქეთი ითხოვს იმას, რასაც აზერბაიჯანი დიდი ხანია ითხოვს - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განლაგებულმა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვონ აზერბაიჯანის ტერიტორია.

თურქეთს აქვს უფლება სომხეთისაგან მოითხოვოს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხური შეიარაღებული ძალების გაყვანა, მაგრამ რუსეთს აზერბაიჯანისაგან არაფრის მოთხოვნა არ შეუძლია გარდა იმისა სასურველი იქნებოდა სისხლისღვრის შეჩერება და სომხეთთან მოლაპარაკებების წარმოება. რუსეთს არა აქვს უფლება აზერბაიჯანისგან მოთხოვოს შეეგუოს მისი ტერიტორიების ოკუპაციას.

თურქეთს აქვს უფლება სომხეთისაგან მოითხოვოს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხური შეიარაღებული ძალების გაყვანა, მაგრამ რუსეთს აზერბაიჯანისაგან არაფრის მოთხოვნა არ შეუძლია... რუსეთს არა აქვს უფლება აზერბაიჯანისგან მოთხოვოს შეეგუოს მისი ტერიტორიების ოკუპაციას

- იმაზე რაც ახლა ხდება, ერევანში ამბობენ - სომხეთი იბრძოლებს იქამდე, ვიდრე სომხური ძალები არ დაიკავებენ იმ პოზიციებს, რომელიც მათ 2016 წლის აპრილამდე ეკავათ...

- სხვა არაფერი ჰქვია ამას, თუ არა ყბედობა. სომხები იბრძოლებენ მანამდე, სანამ მათ არ ამოეწურებათ ტყვია-წამალი და სომხეთის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობა მათ შოკურ მდგომარეობაში არ აღმოაჩენს. ვფიქრობ, რომ ასეც იქნება.

- ფაქტია, რომ აზერბაიჯან-სომხეთ შორის დაპირისპირების მასშტაბი ახლა ისეთია, რომ მას შეუძლია საფრთხე შეუქმნას მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარება ვის ინტერესებშია?

- საკითხის ასე დაყენება აბსურდულია. გაუგებარია, აზერბაიჯანი რატომ უნდა ურიგდებოდეს იმას, რომ სომხეთს აქვს ოკუპირებული მისი ტერიტორიები. თუ სომხეთი მანამდე საუბრობდა იმაზე, რომ მათ ყარაბაღში მოხალისეები ჰყავდა, ახლა არა თუ არ მალავენ, არამედ უსირცხვილოდ აცხადებენ, რომ ყარაბაღში არსებული სამხედრო ძალები სომხეთის ძალებია. ამის მოთმენა მეტი აღარ შეიძლება.

როცა სომხეთის პრემიერი და თავდაცვის მინიტრი თავის შვილებს დემონსტრაციულად აგზავნიან ჯარში სამსახუროდ მთიან ყარაბაღში, და ამით თავის იწონებენ, ეს სხვა არაფერია თუ არა გამომწვევად ქცევა.

როცა სომხეთის პრემიერი და თავდაცვის მინიტრი თავის შვილებს დემონსტრაციულად აგზავნიან ჯარში სამსახუროდ მთიან ყარაბაღში, და ამით თავის იწონებენ, ეს სხვა არაფერია თუ არა გამომწვევად ქცევა

როცა სომხეთი ყარაბაღში აწყობს სამხედრო სწავლებებს და ამითაც თავს იწონებენ ქვეყნის პირველი პირები, ეგეც გამომწვევად ქცევაა. სომხური მხარის ამგვარი ქცევის მოთმენა მეტი აღარ შეიძლება.

აზერბაიჯანული არაა დაინტერესებული ღვაროს არც თავისი ჯარისკაცებისა და მოქალაქეებს სისხლი, მაგრამ არმია იმისთვის არსებობს, რომ წერტილი დაუსვას მოწინააღმდეგის თავნებობას.

- ერევანში იმას, რაც ხდება უკავშირებენ იმას, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ორივე ავტორიტარული მმართველები არიან და ორივენი იბრძვიან დემოკრატი ფაშინიანის წინააღმდეგ. თქვენ როგორ შეაფასებდით ამგვარ ბრალდებებს?

- აბსურდული ბრალდებებია. აზერბაიჯანის ქმედებები არასდროს ყოფილა დამოკიდებული იმაზე, ვინ იქნებოდა ერევანში ხელმძღვანლად როგორც თავად ერევანში ამბობენ, ქურდი და ყაჩაღი კოჩარიანი და სარქსიანი თუ კიდევ ვინმე სხვა.

აზერბაიჯანს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს, რომ სომხეთის საოკუპაცია ძალებმა დატოვონ აზერბაიჯანის ტერიტორია.

ვინ იქნება სომხეთის ხელმძღვანელი, დემოკრატი, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი თუ კიდევ ვინმე სხვა, ეს აზერბაიჯანს არ აინტერესებს და არც უნდა აინტერებდეს.

- ფაქტია ისიც, რომ სომხეთი არ აპირებს ყარაბაღიდან წასვლას...

- აზერბაიჯანი არ ამბობს, რომ უნდა მოხდეს ეთნიკური წმენდა და ყარაბაღიდან ყველა სომეხი უნდა განიდევნოს. აზერბაიჯანიო ამბობს - არსებობს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ითხოვს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მშვიდობას, და იმას, რომ სომხეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვონ ყარაბაღის ტერიტორია.

აზერბაიჯანი საომარ მოქმედებებს მანამდე აწარმოებს, ვიდრე სომხეთი არ განაცხადებს, რომ იგი მზადაა ყარაბაღის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები შეასრულოს. აზერბაიჯანულმა მხარემ უნდა იცოდეს ის კონკრეტული დრო, როდესაც სომხეთი თავად დაიწყებს ყარაბაღიდან თავისი სამხედრო ნაწილების გაყვანას.

აზერბაიჯანი საომარ მოქმედებებს მანამდე აწარმოებს, ვიდრე სომხეთი არ განაცხადებს, რომ იგი მზადაა ყარაბაღის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები შეასრულოს. აზერბაიჯანულმა მხარემ უნდა იცოდეს ის კონკრეტული დრო, როდესაც სომხეთი თავად დაიწყებს ყარაბაღიდან თავისი სამხედრო ნაწილების გაყვანას

თუ ასე მოხდა, შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი, რომელიც დაკავშირებული იქნება უსაფრთხოების საკითხებთან, გზების გახსნასთან და დევნილთა დაბრუნებასთან ყარაბაღის სტატუსთან.

რეზოლუციაში ზუსტად არის გაწერილი სად უნდა დაბრუნებულიყო 500 ათასი აზერბაიჯანელი დევნილი. საუბარია იმ ტერიტორიებზე, სადაც სომხები არ ცხოვრობდნენ. დევნილ აზერბაიჯანლებს არა მარტო აქვთ უფლება დაუბრუნდნენ თავის სახლებს, არამედ მეტი უფლება აქვთ ცხოვრობდნენ იმ რაიონებში ვინაიდან მათი წინაპრები სულ იქ ცხოვრობდნენ.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ მორიგი დაპირისპირების ინიციატორი არ უნდა ყოფილიყო ოფიციალური ბაქო, ვინაიდან მას შემდეგ რაც ამოქმედდა შახდენიზი-2-ის მილსადენი, აზერბაიჯანს კიდევ მეტი შანსები გაუჩნდა განვითარდეს ეკონომიკურად.

ეკონომიკურად ძლიერი აზერბაიჯანი არც სომხეთის და არც რუსეთის ინტერესებში არაა. ამდენად ვითარების გართულებაზე პასუხიმგებლობა ან ერევანზე უფროა, ანაც სტეპანაკერტზე...

- ვითარების ესკალქციაზე პასუხიმგებლობა ერთმნიშვნელოვნად სომხური მხარეზეა. მათი მოქმედების არსი ასეთია - უმჯობესია ცუდი დასასრული, ვიდრე მუდმივად სულ ცუდ ვითარებაში ყოფნა.

ფაქტიურად, სომხეთი ავად თუ ცუდად ახერხებდა არსებობას, მაგრამ ვერ ახერხებდა განვითარებას. სომხეთს განვითარების შანსები არც ახლა აქვს. ამას მე კი არა, სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი ამბობდა. იგი ასევე ამბობდა იმასაც, რომ სომხეთის განვითარების პერსპექტივა იმაზე გადის, რამდენად სწრაფად დაამყარებს სომხეთი კარგ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან და თურქეთთან.

სომხეთს კი უნდა იყოს მეორე ისრაელი თურქული სამყაროს გარემოცვაში, მაგრამ მას ამისთვის არ აქვს არც დემოგრაფიული, არც გეოპოლიტიკური და არც ფინანსური რესურსები. მიმაჩნია, რომ სომხეთი მუდმივად ახერხებდა აზერბაიჯანის პროვოცირებას.

სომხეთს კი უნდა იყოს მეორე ისრაელი თურქული სამყაროს გარემოცვაში, მაგრამ მას ამისთვის არ აქვს არც დემოგრაფიული, არც გეოპოლიტიკური და არც ფინანსური რესურსები. მიმაჩნია, რომ სომხეთი მუდმივად ახერხებდა აზერბაიჯანის პროვოცირებას

სომხებმა იმდენი ქნეს, რომ სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ჩაშლილია აზერბაიჯანულ-სომხურ მოლაპარაკებათა პროცესი, ყარაბაღში ახდენენ რეზერვისტების სწავლებების ჩატარებას, და ყარაბაღის ტერიტორიაზე თავდაცვის ჯგუფების შექმნას.

- თქვენი დაკვირვებით, ამ პროცესებში როგორია რუსეთის როლი?

- ჯერჯერობით, რუსეთი საკმაოდ თავშეკავებულად მოქმედებს. რუსეთისთვის სომხეთის უნამუსო ქმედებები საიდუმლოს არ წარმოადგენს. როდესაც ეთნიკურად სომეხი ლავროვი ამბობს რომ სომხეთმა მშვიდობიანად უნდა გაათავისუფლოს ყარაბაღის 5 რაიონი, ერევანი პასუხობს - არა ჩვენ არ ვაპირებთ ამ ტერიტორიებიდან გასვლას, ვინაიდან ეს რაიონები ჩვენია.

როდესაც ფაშინიანს პუტინი რაღაცეებს სთავაზობს და მათზე არ პასუხობს, გაუგებარია, რატომ უნდა იაქტიუროს რუსეთმა სომხეთის სასარგებლოდ. თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ომში რუსეთს საკუთარი გეგმები ჰქონდეს. ამ ეტაპზე არა მგონია, რომ რუსეთმა აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში სომხეთის ტერიტორიალური აპეტიტების დასაკმაყოფილებლად მოისურვოს ჩარევა.

ჯერჯერობით, რუსეთი საკმაოდ თავშეკავებულად მოქმედებს... თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ომში რუსეთს საკუთარი გეგმები ჰქონდეს. ამ ეტაპზე არა მგონია, რომ რუსეთმა აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში სომხეთის ტერიტორიალური აპეტიტების დასაკმაყოფილებლად მოისურვოს ჩარევა

გარდა ამისა, რეგიონში თურქეთი იმისთვისაა, რომ სომხეთის სასარგებლოდ რუსეთის ქმედებები გაანეიტრალოს. ვფირობ, ეს მოსკოვს ესმის. ამიტომაცაა, რომ არ ერთვება იგი ღიად აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში.

- თუ სწორად მივხდი - თქვენ გამორიცხავთ რომ ამ პროცესებში რუსეთი როგორღაც მიიღებს მონაწილეობას?

- თუ სომხეთი თავისი ტერიტორიიდან დაიწყებს აზერბაიჯანის ტერიტორიის დაბომბვას, ან თავისივე ტერიტორიიდან ავიაციას აამოქმედებს, ან შეეცდება თავისი შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაისროლოს, ცხადია, მის ასეთ ქმედებებს აზერბაიჯანი უპასუხოდ არ დატოვებს.

ახლა სომხეთს თავისი ძალები კონცენტრირებული ყარაბაღის შიგნით, მიგრის ტერიტორიაზე ჰყავს. თუ ისინი აზერბაიჯანის მხარეს დაიძრებიან, აზერბაიჯანი მათ საკადრის პასუხს გასცემს. აზერბაიჯანს 200 ათასიანი კორპუსი ნახჩევანში უყენია და დარტმას ზურგიდან მიაყენებს და მაას ამის სრული უფლება ექნება.

სომხეთმა უნდა იცოდეს, რომ მისი უკანონო ქმედებები აზერბაიჯანის წინააღმდეგ უპასუხოდ არ დარჩება. თუ აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში რუსეთი ჩაერთო, მაშინ ამ პროცესებში თურქეთიც ჩაებმება.

თუ აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში რუსეთი ჩაერთო, მაშინ ამ პროცესებში თურქეთიც ჩაებმება

- ასეთ შემთხვევაში რეგიონში შესაძლოა დიდი ხანძარი გაჩნდეს...

- მე რამდენადაც ვხდები თურქეთის ქმედებები გარკვეულ წილად მხარდაჭრილია აშშ-ს მიერ. ალბათ საქართველოში იციან, რომ ოფიციალურ თბილისს სომხეთისათვის განკუთნილი რუსული სამხედრო ტექნიკის საქართველოზე არგატარება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ურჩია.

ოფიციალურ თბილისს სომხეთისათვის განკუთნილი რუსული სამხედრო ტექნიკის საქართველოზე არგატარება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ურჩია

ახლა საქართელოში, უკრაინაში და მოლდოვაში მცხოვრები პატრიოტულად განწყობილი ხალხი მხარს უნდა უჭერდნენ აზერბაიჯანს, რადგან, იმას, რასაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტული ბარდაკი ჰქვია, უნდა დასრულდეს.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით