პროფესიული საგანამანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს და აპლიკანტებს სამხედრო სამსახურის გადავადების შესაძლებლობა ექნებათ

პროფესიული საგანამანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს და აპლიკანტებს სამხედრო სამსახურის გადავადების შესაძლებლობა ექნებათ. შესაბამისის ცვლილებები პარლამენტმა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის" შესახებ კანონში მესამე მოსმენით, 78 ხმით მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტის, აპლიკანტის (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს) სტატუსის მქონე პირს, გადაუვადდება სამხედრო სამსახური შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე. ამავე დროს, გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ, ერთი პროგრამის ფარგლებში და არა მრავალჯერადად.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით წვევამდელის სამხედრო სამსახურში გაწვევა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ის არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, ან არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე; როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროფესიული განათლების სტუდენტი, რომელიც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხება და არის 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქე, იძულებულია გადაიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის მოსაკრებელი, ხოლო თუ სოციალური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხებს მოსაკრებლის გადახდას, იძულებულია შეიჩეროს პროფესიული სტუდენტის სტატუსი.

კანონპროექტის განმარტებით ბარათაში აღნიშნულია, რომ განათლების სისტემისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს პროფესიული განათლების მიღმა დარჩენილი ის კატეგორია (18-27 წლის), რომელიც საწყის ეტაპზევე უარს ამბობს პროფესიული განათლების მიღებაზე, ვინაიდან წინასწარ იცის, რომ სწავლის დასრულებას ვერ შეძლებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გამო.

"აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ნაწილი ირჩევს სწორედ უმაღლესი განათლების გზას, ნაწილი კი საერთოდ უარს ამბობს სკოლის შემდგომი განათლების მიღებაზე. ცალსახაა, რომ ის ვინც სკოლის შემდგომ განათლებაზე ამბობს უარს, უერთდება დაბალკვალიფიციურ სამუშაო ძალას, რაც თავის მხრივ დიდ პრობლემებს ქმნის ადგილობრივ შრომის ბაზარზე. შექმნილ ვითარებაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების ინიცირება,"- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს