"მადლიერების ჩიტი" ბატონ ჯემალ ჭკუასელს

ხელოვნების სასახლეში ქართველი გამოჩენილი მომღერლისა და ლოტბარის, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო საღამოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - არჩი­ლ თალაკვაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეი­ლ ჩხენკელი, სმარტ კაპიტალ ჯგუფის ფონდის - ;ქართული გალობა; დამფუძნებელი ვან­ო ჩხარტიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

საღამოზე ჯემალ ჭკუასელს ვან­ო ჩხარტიშვილმა ფონდ ;ქართული გალობის“ სპეციალური ჯილდო – „მადლიერების ჩიტი“ გადასცა, ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული წვლილისა და ამაგისათვის. ასევე, წარადგინა სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსხმული მეღვინეობა „შილდას“ ახალი სახელობითი ღვინო – ჯემალ ჭკუასელი, რომლიც წარმოებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ანსამბლ „ერისიონს“.

ხელოვნების სასახლის უკვდავთა თაღში ჯემალ ჭკუასელის ხელის ანაბეჭდები გაიხსნა, ასევე გაიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ჯემალ ჭკუასელის შემოქმედების ამსახველი წიგნის პრეზენტაცია.

საღამოზე წარმოდგენილი იქნა ფოლკლორის ცენტრის მიერ მოძიებული ლოტბარის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ქართული სიმღერების აუდიო და ვიდეო მასალები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლები: „ერისიონი“, „რუსთავი“ და „ბასიანი“. საიუბილეო საღამო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, მეღვინეობა „შილდას“ მხარდაჭერითა და საქართველოს ხელოვნების სასახლის ორგანიზებით ჩატარდა.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო