მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ე.წ. ოქროს მოწმე, გურამ ამირხანაშვილი დაიკითხება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მისი მეგობარი, ე.წ. ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილი დაიკითხება.

პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი მისმა ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ გურამ ამირხანაშვილი მზად არის, გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს და იმ უზუსტობებზე ისაუბროს, რაც მის ჩვენებებშია.

„ვისარგებლებ სიტუაციით და გიორგი შაქარაშვილის ოჯახს ვუსამძიმრებ. გურამ ამირხანაშვილი დაკითხულია 5-ჯერ, საქმე არის მოცულობითი, გამოკითხულია უამრავი მოწმე. ბუნებრივია, გამოძიების პროცესში ჩნდება კითხვები, ამ კითხვების დაზუსტების მიზნით ის რამდენჯერმე გამოიკითხა. მისი გამოკითხვის ყველა ოქმი შინაარსობრივად ერთნაირია და ურთიერთსაწინააღმდეგო არ არის. მან გამოძიებას თავის დროზე სწორი ინფორმაცია მიაწოდა, რაც მისთვის ამ საქმესთან დაკავშირებით ცნობილი იყო. ის მზად არის, იგივე ინფორმაცია დაადასტუროს.

მის ჩვენებებში პატარა წინააღმდეგობები შეიძლება იყოს და ის მზად არის, ბრალდების და დაცვის მხარის ყველა კითხვას უპასუხოს. ამ თვეების განმავლობაში, ის განმარტებები, რაც კეთდებოდა მისი მისამართით, გამოძიებისთვის ხელის შეშლას და საზოგადოებაში მისი ღირსების შელახვას ისახავდა მიზნად", - განაცხადა ხუციშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ შეატყობინა გურამ ამირხანაშვილმა დილამდე გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მისი გაუჩინარების შესახებ, ადვოკატი პასუხობს, რომ "მისთვის იმ დროისთვის არ იყო ცნობილი, რომ გიორგი შაქარაშვილი ასეთი უბედური შემთხვევის მსხვერპლი იყო".

გურამ ამირხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე დაიკითხება. სწორედ გურამ ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან "ტოიოტა ქამრიში"მყოფ 6 მგზავრს.

იხილეთ ვიდეო: მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ე.წ. ოქროს მოწმე, გურამ ამირხანაშვილი დაიკითხება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ