მიხეილ სააკაშვილი - ხელისუფლებას არ სურს მშვიდობიანად წასვლა და ცდილობს, არიოს სიტუაცია, ძალადობით ქართველი ხალხის გარდაუვალი ვერდიქტი გააუქმოს და არჩევნები წინასწარ ჯიბეში ჩაიდოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუშინ, მარნეულში, ჟურნალისტების და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინააღმდეგ მომხდარი ფაქტი უტყუარი ნიშანია იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა ნამდვილად მზადდება. როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, მოქმედ ხელისუფლებას მშვიდობიანად წასვლა არ სურს, რის გამოც ცდილობს, სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინოს და არჩევნები გააყალბოს.

„ის, რაც გუშინ მოხდა მარნეულში, ჟურნალისტების და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინააღმდეგ, რაც მოხდა ორი დღით ადრე, ბოლნისში და გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ნამდვილად მზადდება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა, არჩევნების გზით, 31 ოქტომბერს. ამ ხელისუფლებას არ სურს მშვიდობიანად წასვლა და ცდილობს, არიოს სიტუაცია, ძალადობის გზით ქართველი ხალხის გარდაუვალი ვერდიქტი რაღაცნაირად გააუქმოს და არჩევნები წინასწარ ჯიბეში ჩაიდოს. ეს, რა თქმა უნდა, არ გამოვა. ზუსტად ასე ცდილობდა შევარდნაძე, ზუსტად ასე ცდილობდა ბევრ ქვეყანაში ბევრი ავტორიტარული, გაკოტრებული ხელისუფლება და ყოველთვის ეს ერთი და იგივე რამით მთავრდებოდა - მათი გარდაუვალი მარცხით. ეს ასეც იქნება საქართველოში. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ისინი მიმართავენ ძალადობას და ტყუილებს“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, მარნეულში, გუშინ მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და „პირველი არხის“ ოპერატორს, ასევე დაუზიანეს კამერები. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

იხილეთ ვიდეო:

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს