"სილქნეტი" მომხმარებელს 29 სექტემბერს მობილურ ქსელში დაფიქსირებული შეფერხების შესახებ ინფორმაციას აწვდის და შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის

29 სექტემბერს სილქნეტის მობილური ქსელის ნაწილში მიმდინარე მოდერნიზაციის სამუშაოების დროს მოხდა შეფერხება, რაც აისახა შემომავალ და გამავალ ზარებზე, ინტერნეტ პაკეტების გამოყენებაზე, USSD კოდების მუშაობაზე და სერვისების გააქტიურებაზე თანხის გადახდის შემდეგ.

შეფერხება გრძელდებოდა დღის განმავლობაში. კომპანიის ტექნიკური გუნდი სრული დატვირთვით მუშაობდა აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

ამჟამად, მობილური ქსელი გამართულად მუშაობს და ემსახურება მომხმარებელს სრული დატვირთვით.

ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ საუკეთესო არჩევანი ჩვენი მომხმარებლისთვის. სწორედ ამას ემსახურება ქსელში გატარებული პერიოდული სამუშაოები, რომელთა მსვლელობისას მოხდა ზემოთ ჩამოთვლილ მომსახურებებზე დროებითი შეფერხება. ვწუხვართ, შექმნილი დისკომფორტის გამო და ბოდიშს ვუხდით ჩვენს მომხმარებელს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო