ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელთათვის „ვახუშტი კოტეტიშვილი 85“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ვახუშტი კოტეტიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ფონდი „დიოგენე“ აცხადებს „ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსს ახალგაზრდა მთარგმნელთათვის“. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კონკურსი სამ ნომინაციაში ჩატარდება: პოეზია, მხატვრული პროზა, არამხატვრული ტექსტი (დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, კრიტიკა, პუბლიცისტიკა) და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20-დან 35 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს. თითოეულ მონაწილეს საკონკურსო განაცხადის წარდგენა შეუძლია მაქსიმუმ ორ ნომინაციაში. საკონკურსოდ წარდგენილი თარგმანი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით.

საკონკურსო განაცხადის მიღება მოხდება ელექტრონულად, 2020 წლის 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. კონკურსის გამარჯვებულები 2020 წლის 10 დეკემბერს გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს ფულადი პრემია გადაეცემათ. კონკურსის ფარგლებში გამოიცემა საუკეთესო თარგმანების კრებული.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და ვადების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://forms.gle/n6Z7VKa4dsnS5SCQ7

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია