ანგელა მერკელი კორონავირუსზე - რისკის ქვეშ ვაყენებთ ყველაფერს, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში მივაღწიეთ

ახლა ვართ პროცესში, როდესაც ვრისკავთ ყველაფერს, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში მივაღწიეთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, წესებისა და შეზღუდვების დაწესება დროის გაფლანგვა იქნება, თუკი ადამიანები მათ არ დაიცავენ. კანცლერმა გერმანელებს მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდა.

„ძველი ცხოვრების რიტმი დაბრუნდება. ოჯახები ისევ გამართავენ წვეულებებს, კლუბები, თეატრები და ფეხბურთის მოედნები ისევ გაივსება, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ მოთმინებისა და კეთილგონიერების გამოჩენა შეგვიძლია, ამ გზით კი ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ,“- აღნიშნა ანგელა მერკელმა.

ცნობისათვის, გერმანიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 798 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 17 ადამიანი გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში