ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, პანდემიის გამო, საარჩევნო კაბინები ფარდის გარეშე იქნება

ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, პანდემიის გამო, საარჩევნო კაბინები ფარდის გარეშე იქნება. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობა მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი.

„პანდემიიდან გამომდინარე, აღარ იქნება ის ფარდა, რაც მანამდე იყო კაბინაში უკან ჩამოფარებული. რა რეკომენდაციებიც მიეცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან, ფარდის უკანა ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, თუმცა, ისე იქნება საარჩევნო კაბინა განთავსებული რომ ამომრჩეველი მაქსიმალურად იქნება დაცული. ამომრჩეველი როდესაც შევა კაბინაში, დაფარული ექნება ზურგის ნაწილი, შეუძლებელი იქნება ვინმემ გაიგოს თუ ვის მისცა მან ხმა", -განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, მოსყიდვა, ამომრჩეველზე მუქარა, ამომრჩევლის განწყობაზე, არჩევანზე ზეწოლა დანაშაულია, რაც ისჯება.

"მოსყიდვა, ამომრჩეველზე მუქარა, ამომრჩევლის განწყობაზე, არჩევანზე ზეწოლა დასჯადია. საკმაოდ სერიოზული დანაშაულია. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საზოგადოებას არავინ არ დაექვემდებაროს მსგავს დაშინებას თუ მუქარას. ამომრჩევლის მოსყიდვა დასჯადია და არაერთხელ ყოფილა მსგავსი ფაქტი აღკვეთილი წინა არჩევნების პერიოდში.

ამომრჩეველი ნამდვილად რჩება საარჩევნო კაბინაში მხოლოდ საკუთარ თავთან და ბიულეტენთან. მას შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვის მისცემს ხმას. ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი არჩევნების უმთავრესი პრინციპია. დაუშვებელია ამის გამჟღავნება, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ყოვლად წარმოუდგენელია მსგავსი ინფორმაცია იყოს გასული "-განაცხადა ანა მიქელაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო