"სილქნეტი" კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ბოლო პერიოდში, "სილქნეტის" აბონენტთა მომსახურების მიმართულების ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა არხებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება კომპანიასთან დაკავშირებით, თითქოს კომპანიაში მიმდინარეობს გაფიცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს მედია საშუალებები და საზოგადოება. კომპანიის აბონენტთა მომსახურების მიმართულება გამართულად მუშაობს და სრული დატვირთვით ემსახურება მომხმარებელს.

"ყოფილ თანამშრომელთა მხრიდან ზემოაღნიშნული პროცესების დაწყებამდე, ამავე თანამშრომლების გარკვეული ნაწილის მიერ, ადგილი ჰქონდა კომპანიაში არაერთგზის ყალბი საავადმყოფო ფურცლების, ეგრეთწოდებული ბიულეტინების, წარდგენას, რის შედეგადაც მოხდა რამდენიმე ათობით ათასი ლარის კომპანიის თანხების მითვისება. აღნიშნული ფაქტების შესახებ, "სილქნეტმა" საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს.

ფაქტების შესწავლის პროცესში, თანამშრომელთა მცირე ჯგუფმა ყოველგვარი გაფრთხილებისა და საპატიო მიზეზის გარეშე მიატოვა სამუშაო პროცესი და ისინი არ გამოცხადდნენ სამუშაოზე, რასაც კომპანიის მხრიდან მოჰყვა მოქმედი კანონმდებლობითა და შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული რეაგირება.

მიუხედავად ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, ბოლო პერიოდში შექმნილი მდგომარეობისა, კომპანია "სილქნეტისთვის", თანამშრომლებზე ზრუნვა კვლავაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. "სილქნეტი" სრულად ინარჩუნებს თანამშრომლების გუნდს შრომის ანაზღაურების შემცირების გარეშე",- ნათქვამია ინფორმაციაში.

(R)

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს