დავით უსუფაშვილი - ევროპას ძალიან სწრაფად უნდა დავეწიოთ კეთილდღეობით, უსაფრთხოებითა და თავისუფლებით

ქვეყანას ცვლილება სჭირდება „ლელო“ შეიქმნა სწორედ იმიტომ, რომ ეს ცვლილება რეალობად აქციოს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ლელოს“ პარტიული სიის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, „ლელოს“ გუნდში სხვადასხვა სფეროდან არიან სერიოზული პოტენციალის მქონე ადამიანები როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნესგამოცდილების, პროფესორები, არასამთავრობო სექტორიდან და ა.შ.

მისივე თქმით, ეს არის გუნდი, რომელსაც კონკრეტული გეგმა აქვს.

„ნებისმიერთან კამათისთვის მზად ვარ, რომ 30 წლის განმავლობაში არცერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოუდგენია ასეთი სრულყოფილი, მასშტაბური და კომპლექსური გეგმა კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად. ამდენი შრომა არ ყოფილა იმის თაობაზე, რა ვუშველოთ ეკონომიკას. ძირითადად საუბარია იმაზე, როგორ მოვაწონოთ თავი ადამიანებს და მივიდეთ ძალაუფლებასთან. „მარშალის გეგმა“ კონკრეტულად გაწერილი სქემაა საშუალო ფენის შესაქმნელად, 60 000-დან 600 000-მდე მოქალაქეს ჰქონდეს მაღალი ხელფასი. ანუ, ევროპას ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა დავეწიოთ კეთილდღეობით, უსაფრთხოებითა და თავისუფლებითაც. „ლელო“ ამის შემოქმედი იქნება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს