კონსტანტინე კუბლაშვილი - სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი იანვრიდან ამოქმედდება

სასამართლო სისტემაში უახლოეს მომავალში დაგეგმილი ძირეული ცვლილებები სერიოზული ნაბიჯი იქნება ამ სისტემის რეფორმირებისთვის.

ამის თაობაზე დღეს მოსამართლეების მიერ ფიცის დადების შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დეკემბერში საფუძვლიანი და; ძირეული ცვლილება შევა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის საფუძველზეც გათანაბრდება პროკურორისა და ადვოკატის უფლებები.

როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, დღეისთვის არსებობს გარკვეული უპირატესობა პროკურორის მხარეს, ხოლო ამ ცვლილებების შემდეგ მოხდება კანონის დონეზე მათი უფლებების გათანაბრება და ხშირ შემთხვევაში ადვოკატს, შესაძლოა, მეტი უპირატესობაც ჰქონდეს.

გარდა ამისა, კუბლაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ნაფიც მსაჯულთა სისტემის შემოღება. იანვრიდან უკვე ამოქმედდება სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი, ხოლო ნაფიც მსაჯულთა სისტემა ოდნავ მოგვიანებით შევა ძალაში.

ექვსმა ახალმა მოსამართლემ დღეს უზენაეს სასამართლოში ფიცი დადო. ისინი მოსამართლეებად 10 წლის ვადით დაინიშნენ.

;

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის