შსს-ს ინფორმაციით, ქუთაისის პოლიციის სამმართველოში არასრულწლოვნებზე მორგებული სივრცეები მოეწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის პოლიციის სამმართველოში დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის შედეგად აღნიშნულ სამმართველოში შეიქმნა არასრულწლოვნებზე მორგებული გარემო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

არასრულწლოვანთა სივრცე მოწყობილია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ შემუშავებულ კონცეფციაზე დაყრდნობით.

სივრცე უზრუნველყოფილია არასრულწლოვნის გამოკითხვისთვის საჭირო ოთახებით და აუდიო/ვიდეო აპარატურით, იზოლირებული შესასვლელით და მოსაცდელით. გარემოს არსებობა ხელს უწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის პრინციპების მაღალი სტანდარტით დაცვას სამართალწარმოების ეტაპზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სამომავლოდაც აქტიურად გააგრძელებს პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების მოწყობას.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

შსს-ს ინფორმაციით, ქუთაისის პოლიციის სამმართველოში არასრულწლოვნებზე მორგებული სივრცეები მოეწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის პოლიციის სამმართველოში დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის შედეგად აღნიშნულ სამმართველოში შეიქმნა არასრულწლოვნებზე მორგებული გარემო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

არასრულწლოვანთა სივრცე მოწყობილია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ შემუშავებულ კონცეფციაზე დაყრდნობით.

სივრცე უზრუნველყოფილია არასრულწლოვნის გამოკითხვისთვის საჭირო ოთახებით და აუდიო/ვიდეო აპარატურით, იზოლირებული შესასვლელით და მოსაცდელით. გარემოს არსებობა ხელს უწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის პრინციპების მაღალი სტანდარტით დაცვას სამართალწარმოების ეტაპზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სამომავლოდაც აქტიურად გააგრძელებს პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების მოწყობას.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი