დავით ზალკალიანი სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნაზე - დღეს ჩვენ კიდევ ერთი აგური დავაშენეთ ჩვენს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ვირტუალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გენერალური საკონსულო დასავლეთის 19 შტატს მოიცავს და მისი მიზანი ამ მნიშვნელოვან რეგიონში არა მხოლოდ ქართული ინტერესების ხელშეწყობა, არამედ საერთო ინტერესების გატარებით, აშშ-საქართველოს შორის ძლიერი და მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება იქნება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის დაბრუნებისთანავე, ამერიკელმა ინვესტორებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.

„დღეს, საქართველო, რეგიონში თავისი სტრატეგიული მდებარეობის, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების ფართო ქსელითა და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციის გათვალისწინებით, შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს ამერიკელ ბიზნესმენებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსა და კალიფორნიის მსგავსებებზეც ისაუბრა, კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორს, ელენი კოულანაკისს მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ რეგიონში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებში.

„დღეს, ჩვენ კიდევ ერთი აგური დავუმატეთ ჩვენს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს თანამშრომლობას აქვს უზარმაზარი პოტენციალი შესანიშნავი წარმატებული ისტორიის შესაქმნელად“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, სან ფრანცისკოში ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს გენერალური საკონსულო. გახსნის ვირტუალური ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და კალიფორნიის შტატის ვიცე-გუბერნატორმა, ელენი კოულანაკისმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა