„ჯორჯიან მანგანეზმა“ მაღაროელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, თანამშრომლებსა და ვეტერანებს, „საპატიო სამთოელის“ წოდება მიანიჭა

"ჯორჯიან მანგანეზმა“ მაღაროელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, 25 მოქმედ თანამშრომელს და 5 ვეტერან სამთოელს „საპატიო სამთოელის“ წოდება მიანიჭა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჯორჯიან მანგანეზიდან" აცნობეს, "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელმა პირებმა საპატიო სამთოელებს პროფესიული დღე პირადად მიულოცეს და საწარმოო პროცესში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის, კომპანიისგან დაწესებული სამახსოვრო ჯილდოები, ასევე, ფულადი პრემიები გადასცეს.

მათივე ინფორმაციით, შარშანდელი წლისგან განსხვავებით, მაღაროელის დღე, წელს, ეპიდვითარების გამო, მასშტაბურად არ გაიმართა, თუმცა, ღონისძიებები ხუთ საწარმოო ობიექტზე: პერევისას, ითხვისის, მღვიმევის, შუქრუთისა და დარკვეთის მაღაროებზე, ლოკალურად აღინიშნა.

კომპანიის ინიციატივით, მაღაროელის დღე ჭიათურაში უკვე მეორე წელია, რაც აღინიშნება. პროფესიული დღე, მოქმედ მაღაროელებს ვეტერანმა სამთოელებმაც მიულოცეს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს