დავით კაჭარავა - ჩემთვის “ქართული ოცნება” ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლოს მდგარი პოლიტიკური პარტიაა და გავაგრძელებ სამშობლოსთვის შრომას

დავამთავრე რაგბი, მინდოდა, რომ ქვეყნისთვის მეშრომა, სამშობლოსთვის მეშრომა, როგორც აქამდე ვაკეთებდი, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრმა, მორაგბე დავით კაჭარავამ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა.

კაჭარავას თქმით, “ქართული ოცნება” მასთან ყველაზე უფრო ახლოს მდგომი პარტიაა.

“ჩემთვის “ქართული ოცნება” არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლოს მდგარი პოლიტიკური პარტია და გავაგრძელებ სამშობლოსთვის შრომას”, - განაცხადა კაჭარავამ.

ცნობისთვის, დღეს 20:00 საათზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში