ირაკლი კობახიძე - ზუსტად 8 წლის წინ ქართული საზოგადოება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანდა ადამიანის ღირსებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში

გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც თავისი ფასდაუდებელი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში ავტორიტარიზმის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებასა და დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წესრიგის დამკვიდრებაში, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ზუსტად 8 წლის წინ ქართული საზოგადოება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანდა ადამიანის ღირსებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

„დღეს 1-ლი ოქტომბერია. ზუსტად 8 წლის წინ ქართული საზოგადოება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანდა ადამიანის ღირსებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში და შეიტანა დემოკრატიული გარდატეხა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში. ამ დღეს, ბიძინა ივანიშვილთან ერთად უამრავი შემოქმედი ჰყავს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ფასად დაუპირისპირდნენ ბოროტებასა და სიცრუეზე აგებულ ავტორიტარულ რეჟიმს და მოიტანეს მთავარი, რაც იყო აუცილებელი ჩვენი სამშობლოს ცივილიზებულ სამყაროში, ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისთვის - დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური სოლიდარობა. დღეს გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც თავისი ფასდაუდებელი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში ავტორიტარიზმის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებასა და დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წესრიგის დამკვიდრებაში. განსაკუთრებული მადლობა კი, რაღა თქმა უნდა, ეკუთვნის 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის და ქვეყნის რვა წლიანი წინსვლის სულისჩამდგმელსა და მთავარ შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო