დავით ნებიერიძე ვლადიმერ ბოჟაძეს - ბუბა კიკაბიძის სახელს რომ ახსენებთ, გაითვალისწინეთ, რომ მას წელამდეც ვერ მიწვდებით, ვერც ვაჟკაცობაში, ვერც პატრიოტობაში

ბუბა კიკაბიძის სახელს რომ ახსენებთ, გაითვალისწინეთ, რომ მას წელამდეც ვერ მიწვდებით, ვერც ვაჟკაცობაში, ვერ სახელმწიფოებრივ აზროვნებაში, ვერც პატრიოტობაში,- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტმა დავით ნებიერიძემ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს ვლადიმერ ბოჟაძეს ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, სადაც მათ შორის დებატები გაიმართა.

„ბუბა ის კაცია, რომელმაც თქვენი მხარდამჭერი მსახიობებისგან განსხვავებით სახეში შეაფურთხა რუსეთს, უარი თქვა იმ შემოსავალზე, რაც შეეძლო მიეღო და ეს დასაფასებელია“,- განაცხადა ნებიერიძემ.

ნებიერიძის პასუხად ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომრის, გრიგოლ ვაშაძის მეუღლემ პუტინს „გედების ტბა“ უცეკვა.

„დაუფასეთ ბატონ ბუბას, თუმცა შემდეგ მეორე ნომრად, თქვენ გიწერიათ თქვენივე პრეზიდენტობის კანდიდატი, რომლის მეუღლემ სახეში კი არ შეაფურხა პუტინს, “გედების ტბა” უცეკვა ომის შემდეგ. სანამ დუმამ გადაწყვეტილება მიიღო, თქვენს გრიგოლ ვაშაძეს ძლივს გამოგლიჯეს რუსეთის პასპორტი“,- განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერი მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძეა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“