თორნიკე შარაშენიძე - რადგან მთავრობის დამარცხების ყველაზე მეტი შანსები „ნაცმოძრაობას“ აქვს, 2020 წლის არჩევნები ისევ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის არჩევნებია

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ჯიპა-ს პროფესორს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

- ბატონო თორნიკე, დასრულდა პარტიების მიერ ცესკოში პარტიული სიების წარდგენა და უკვე ვიცით თუ რა შემადგენლობით წარსდგებიან პოლიტიკური სუბიექტები ამომრჩევლების წინაშე 1 ოქტომბერს.

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების პარტიულ სიებზე გვინდა მოვისმინოთ თქვენი აზრი. დავიწყოთ მმართველი გუნდის სიით. თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ პარტიულ სიას? იმასაც, რომ მმართველი გუნდის მიერ მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილი კანდიდატები სიის ბოლოში არიან მოქცეული?

- „ქართული ოცნების“ პირველ ათეულში გასაკვირი არაფერია, რადგან ისინი პარტიის ლიდერები არიან. მეორე ათეულში მოხვედრილები უფრო პროფესიული ნიშნით არიან შერჩეული, მათგან რამოდენიმეს ვიცნობ და ვიცი, რომ ისინი მანამდე არც ერთ პარტიასთან არ ყოფილან აფელირებული.

რაც შეეხება იმას, რომ მაჟორიტარულ ოლქებში დასახელებულები პარტიული სიის ბოლოში არიან, შეიძლება ითქვას, რომ ეს „ქართული ოცნების“ ტრადიციაა. წინა არჩევნებზეც ასე იყო. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ მათ მიერ მაჟორიტარულ ოლქებში დასახელებულ კანდიდატების გამარჯვების დიდი შანსი აქვთ.

რაც შეეხება სიაზე საერთო შთაბეჭდილებას, რამე განსაკუთრებულის თქმა გამიჭირდება. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში კარგის რესურსი ცოტაა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ პარტიული სია არც ძალიან კარგია და არც ძალიან ცუდი. სამწუხაროდ, ჩვენში როცა რამე ძალიან ცუდი არაა, ეგეც კი კარგად მიიჩნევა.

„ქართული ოცნების“ პარტიული სია არც ძალიან კარგია და არც ძალიან ცუდი. სამწუხაროდ, ჩვენში როცა რამე ძალიან ცუდი არაა, ეგეც კი კარგად მიიჩნევა

- დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში მეორე ტურები იქნება. ახლა ძნელია იმის თქმა, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს?

- ჩემი აზრით, მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში პირველივე ტურში მოიგებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები. იმ ოლქებში სადაც ისინი ვერ მოგებენ, ბრძოლა დამოკიდებული იქნება იმაზე, პროპორციულში ვინ როგორ შედეგს დადებს. თუ „ქართული ოცნება“ პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე მეტს ხმებს მიიღებს, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციურ ელექტორატს მეორე ტურებში ბრძოლის მოტივაცია აღარ ექნება, რაც „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურებში თავისი წარმომადგენლების გამარჯვებას გაუიოლებს.

თუ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულში ვერ დააგროვა ხმათა 40%, მაშინ იგი სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, ვინაიდან ოპოზიცია მოტივირებული იქნება მეორე ტურებში გაიმყაროს პოზიციები.

თუ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულში ვერ დააგროვა ხმათა 40%, მაშინ იგი სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, ვინაიდამნ ოპოზიცია მოტივირებული იქნება მეორე ტურებში გაიმყაროს პოზიციები

ასე რომ 2020 წლის არჩევნების შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, 31 ოქტომბრის არჩევნებზე პროპორციულ არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტები რამდენ ხმას მიიღებენ.

- როგორ შეაფასებდით „ნაცმოძრაობის“ პარტიულ სიას? ბევრმა გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა...

- ის, რომ „ნაცმოძრაობის“ სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძეა, როგორც ჩანს, ეს პირადად მიხეილ სააკაშვილის არჩევანია. ეტყობა სააკაშვილმა ჩათვალა საჭიროდ, რომ „ნაციონალების“ სიის სათავეში კიკაბიძე ყოფილიყო.

გასაგებია, რომ „ნაციონალების“ პირველ ათეულში საკმაოდ მსხვილი ფიგურები არიან, 20-ში მოხვდნენ „ნაცმოძრაობაში“ დაბრუნებული მსხვილი ბიზნესმენები ოქრიაშვილი და ჩოჩელი. როგორც ჩანს, „ნაციონალებს“ ფინანსები სჭირდებოდათ და ახლა პრანჭვის დრო არ იყო და ამის გამო თვალი დახუჭეს ოქრიაშვილისა და ჩოჩელის „ნაციონალებში“ დაბრუნებაზე.

როგორც ჩანს, „ნაციონალებს“ ფინანსები სჭირდებოდათ და ახლა პრანჭვის დრო არ იყო და ამის გამო თვალი დახუჭეს ოქრიაშვილისა და ჩოჩელის „ნაციონალებში“ დაბრუნებაზე

„ნაციონალების“ სიაზე პრაქტიკულად იგივეს თქმა შეიძლება, რაც „ქართული ოცნების“ სიაზე, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ჩვენში პარტიული ცხოვრება ასეთია. როგორც წესი, საზოგადოების საუკეთესო ნაწილი პარტიულ სიებში ვერ ხვდება, შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ თავად საზოგადოების ამ ნაწილს არ ჰქონდეს ამის სურვილი.

როგორც წესი, საზოგადოების საუკეთესო ნაწილი პარტიულ სიებში ვერ ხვდება, შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ თავად საზოგადოების ამ ნაწილს არ ჰქონდეს ამის სურვილი

- რადგან „ქართული ოცნების“ შანსებზე გამოთქვით მოსაზრება, თქვენი დაკვირვებით, მოახლოებულ არჩევნებზე როგორია „ნაციონალების“ შანსები“?

- იმ კინკლაობიდან გამომდინარე, რასაც ვადევნებთ თვალს ოპოზიციურ სპექტრში, უფრო ზუსტად „ნაცმოძრაობას“ და „ნაცმოძრაობის“ ყოფილ წევრებს შორის, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ იმის დიდ წინაპირობას, რომ „ნაციონალებს“ 2020 არჩევნებში დიდი შანსები ჰქონდეთ.

იმ კინკლაობიდან გამომდინარე, რასაც ვადევნებთ „ნაცმოძრაობას“ და „ნაცმოძრაობის“ ყოფილ წევრებს შორის, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ იმის დიდ წინაპირობას, რომ „ნაციონალებს“ 2020 არჩევნებში დიდი შანსები ჰქონდეთ

2020 წლის არჩევნებში ოპოზიციას მაშინ ექნებოდა დიდი შანსები, თუ მათ შორის ერთიანობა იქნებოდა, ფაქტია, რომ ამგვარი ერთიანობა ვერ შედგა. ეს ეხება არა მხოლოდ „ნაციონალებს“, არამედ „ევროპულ საქართველოსაც“.

გასაგებია, რომ ყოფილ თანაგუნდელებს ბევრ საკითხში ჰქონდათ აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ის მაინც არ უნდა ექნათ, რომ ყველას დასანახად საჯარო სივრცეში კინკლაობდნენ.

ფაქტია, რომ მათმა ამგვარმა ქცევამ მათ მხარდამჭერებში არჩევნებში მათივე სასარგებლოდ აქტიურობის დემოტივაციას შეუწყო ხელი.

- ვნახეთ, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ცესკოში პირობითი პარტიული სია წარადგინა. მისასალმებელია მათი ნოვაცია ქართულ პოლიტიკაში ახალი კულტურა დაამკვიდრონ.

ვგულისხმობ იმას, რომ პარლამენტში „ევროპული საქართველოდან“ ის შევა, ვინც მაჟორიტარულ ოლქებში მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ, ძნელად წარმოსადგენია, რომ მათმა ამ ინიციატივამ მათსავე სასარგებლოდ იმუშაოს?

- დიახ, ნამდვილად მისასალმებელია მსგავსი კულტურის დამკვიდრება, მაგრამ თუ ისინი ამ პრინციპს „ევროპულ საქართველოში“ დაამკვირებენ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამგვარი მიდგომა მთელ ქვეყანაში დამკვიდრდება.

მსგავსი პრონციპების დასამკვიდრებლად საჭიროა ჯერ არჩევნებში გამარჯვება და შემდგომ ქვეყანაში ამგვარი ნოვაციების რეალიზაციაზე ფიქრი.

- პარტიული სიის მიმართ „ევროპული საქართველოს“ ნოვაციური მიდგომას ბევრი-მითქმა- მოთქმის საბაბიც კი გახლდა.

ვგულისხმობ იმას, რომ როგორც ამბობენ სამეგრელოს მაჟორიტარულ ოლქებში ბოკერიას და უგულავას მაინცადამაინც დიდი შანსები არ აქვთ და თუ ვერ მოგეს მაჟორიტარული ოლქები რას აპირებენ - საერთოდ უნდათ პოლიტიკური ასპარეზის დატოვება?

- ჩემი აზრით, ბოკერია საერთოდ რომ არ შევიდეს პარლამენტში, იგი „ევროპული საქართველოს“ ლიდერად დარჩება, რადგან ამას დიდი ხანია ყველა შეეჩვია. ბოკერიას არ სჭირდება ფორმალური თანამდებობა, რომ ჰქონდეს დიდი გავლენა.

ბოკერია საერთოდ რომ არ შევიდეს პარლამენტში, იგი „ევროპული საქართველოს“ ლიდერად დარჩება. მას არ სჭიორდება ფორმალური თანამდებობა, რომ ჰქონდეს დიდი გავლენა

მაშინაც კი, როცა „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, გიგა ბოკერიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მაგრამ მმართველ ძალაში სერიოზული გავლენა ჰქონდა და ალბათ ხუთეულშიც კი შედიოდა.

- გასაგებია, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში იქნება მეტ-ნაკლებად შესაძლებელი, თუ „ევროპულმა საქართველომ“ არჩევნებში ანგარიშგასაწევი შედეგი დადო...

- ჯერჯერობით, „ევროპული საქართველო“ ქვეყანაში მესამე პარტიაა, ვნახოთ არჩევნების შემდეგ რა სურათს მივიღებთ. არაა გამორიცხული „ევროპულმა საქართველომ“ „ნაცმოძრაობას“ გაუსწროს და მეორე პარტია გახდეს.

- „ლელოს“ პარტიულ სიაზე რას იტყოდით?

- „ლელოს“ მთავარი ამოცანა იყო, ორი ბანკირის - ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარლამენტში გაყვანა, ცხადია, რომ ისინი მოხვდებიან პარლამენტში. კარგია, რომ მათ პარტიულ სიაში ჩასვეს პროფესიონალი პოლიტიკოსი დავით უსუფაშვილის სახით, მაგრამ ჯამში, მე რასაც მათ საარჩევნო კამპანიას ვუყურებ, ვფიქრობ, რომ მათ ფინანსები ჰქონდათ და შეეძლოთ ბევრად უკეთ წარემართათ იგი. აშკარაა, რომ მათი კამპანია სხვებთან შედარებით გაცილებით სუსტია.

ჩემი აზრით, სამწუხაროდ, „ლელოს“ შედეგი არჩევნებზე მათთვის იმედმაგაცრუებელი იქნება. ახლა რასაც ვუყურებ, მათ შეიძლება ხმათა 4%-ის მიღების იმედი ჰქონდეთ.

„ლელოს“ შედეგი არჩევნებზე მათთვის იმედმაგაცრუებელი იქნება. ახლა რასაც ვუყურებ, მათ შეიძლება ხმათა 4%-ის მიღების იმედი ჰქონდეთ

- თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიულმა სიამ?

- როგორც ჩანს, „აპატრიოტთა ალიანსს“ გარანტირებული აქვთ ხმების 5%-ის მიღება. თავისთავად ასეთი მაჩვენებელი სერიოზული განაცხადია.

არა მგონია მათ პარტიულ სიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვინაიდან ეს პარტია იდეებისთვის იბრძვის.

- რას იტყოდით ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველოს“ პარტიულ სიაზე?

- ბურჯანაძის პარტიების მსგავსი პარტიების პროგრამა მინიმუმია პარლამენტში ერთი ადამიანის მაინც გაყვანა. ვფიქრობ, ისინი ერთ ადამიანს გაიყვანენ დანარჩენი ვნახოთ რა იქნება.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა მუდმივად იმაზე საუბრობს, 2020 წლის არჩევნები, ისევე როგორც 2012 და 2016 წლის არჩევნები, ორპოლუსიანი არჩევნებია.

„ქართულმა ოცნებამ“ პარტიული სიის წარდგენისას არა თავის პროგრამაზე, არამედ სულ „ნაცმოძრაობაზე“ ისაუბრა. იგივეს აკეთებენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები. წინასაარჩევნოდ ორპოლუსიანობის ილუზიას ისინი ქმნიან თუ რეალურადაც ასეა?

- ორპოლუსიანობა რომ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალებს“ აწყობთ, ფაქტია. დიახ, მათ აწყობთ რომ ამომრჩეველს არჩევანი ჰქონდეთ ივანიშვისა და სააკაშვილს შორის. „ოცნებას“ იმედი აქვს რომ ხალხი ისევ ივანიშვილს აირჩევს, მაგრამ ასეთივე იმედი აქვთ სააკაშვილის მომხრეებს, რომ ასეთი არჩევანის პირობებში „ნაციონალები“ მეტ ხმას მიიღებენ და როგორც მინიმუმ, მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი ექნება.

რადგან მთავრობის დამარცხების ყველაზე მეტი შანსები „ნაცმოძრაობას“ აქვს, ამიტომ შეიძლება იმის თქმა, რომ 2020 წლის არჩევნები ისევ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის არჩევნებია.

რადგან მთავრობის დამარცხების ყველაზე მეტი შანსები „ნაცმოძრაობას“ აქვს, ამიტომ შეიძლება იმის თქმა, რომ 2020 წლის არჩევნები ისევ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის არჩევნებია

- რას მიიჩნევდით მოახლოებული არჩევნების მთავარ ინტრიგად?

- მოახლოებული არჩევნების მთავარი ინტრიგა ისაა, თუ რამდენად შეერყევა პოზიციები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არჩევნების წინ.

არჩევნებამდე როგორი ეკონომიკური მდგომარეობა ექნება და როგორ აისახება იგი ხალხის განწყობებზე. სხვამ არაფერმა არ შეიძლება რაიმე სერიოზულად შეცვალოს.

- ზოგი ამბობს, რომ ამ არჩევნებზე მთავრი ინტრიგა ორია - 1. შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ მთავრობის მარტო დაკომპლექტებას, და 2-ე - მომავალ პარლამენტში მოსახვედრად რამდენი პარტია გადალახავს 1%-იან ბარიერს.

თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- ჩემი აზრით, რამდენი 1%-იანი პარტიაც არ უნდა შევიდეს შემდეგ პარლამენტში, ეს საერთო სურათზე ბევრად არ აისახება. დღეის მონაცემებით და განლაგებით, ისეთი პირი უჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტივად შეუძლია თავად დააკომპლექტოს მთავრობა.

დღეის მონაცემებით და განლაგებით, ისეთი პირი უჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტივად შეუძლია თავად დააკომპლექტოს მთავრობა

- აზერბაიჯაინ-სომხეთს შორის საომარი მოქმედებები არ ცხრება. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება დასრულდეს სამხრეთ კავკასიაში რუსულ-თურქული გამბიტი?

- ეს არ გახლავთ მხოლოდ რუსულ-თურქული გამბიტი. გასაგებია, რომ ამ დუეტში უფრო ძლიერი რუსეთია. ამიტომაცაა, რომ თურქეთი რუსეთს ვერაფერს უბედავს და პრეზიდენტი ერდოღანი ძირითადად იმუქრება.

ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანულ-სომხური სამხედრო დაპირისპირება მაშინვე დასრულდება, როგორც კი აზერბაიჯანი იმ ტერიტორიებს დაიკავებს, რომელიც კონფლიქტამდე მისი იყო და მიუახლოვდება იმ წითელ ხაზს, რომლის გადაკვეთის საშუალება მას არ ექნება.

აზერბაიჯანულ-სომხური სამხედრო დაპირისპირება მაშინვე დასრულდება, როგორც კი აზერბაიჯანი იმ ტერიტორიებს დაიკავებს, რომელიც კონფლიქტამდე მისი იყო და მიუახლოვდება იმ წითელ ხაზს, რომლის გადაკვეთის საშუალება მას არ ექნება

აზერბაიჯანის მიმართულებაზე თურქეთის სამხედრო ძალის გააქტიურება, იგივე ნახჩევანში თურქული სამხედრო ძალების ყოფნა ზოგადად არ ცვლის რეგიონში ძალთა ბალანს.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს