3-4 ოქტომბერს „პეპელას“ გლდანის ფილიალში სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი გრანდიოზული ფასდაკლება გელოდებათ

პატარების საყვარელი სათამაშოების მაღაზია "პეპელა" 3 ოქტომბრიდან უკვე გლდანის „სითი მოლში“ იქნება წარმოდგენილი.

გახსნასთან დაკავშირებით, „პეპელა“ 3-4 ოქტომბერს მომხმარებლებს გლდანის ფილიალში სრულ ასორტიმენტზე 30%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს. ასევე, გლდანის ფილიალში მისულ პატარებსა და უფროსებს ადგილზე ანიმატორები, ფერადი ბუშტები და სხვა სახალისო გასართობები დახვდებათ.

მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ უკვე 13 წელია, ბაზარზე ოპერირებს და უკვე მე-15 მაღაზიას ხსნის. ის 2006 წ. დაარსდა და ამჟამად, სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა. „პეპელა“ მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპული, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.

მაღაზიათა ქსელის ფილიალების გაფართოებთან ერთად, იზრდება დასაქმებულთა რიცხვიც. საცალო გაყიდვების გარდა, „პეპელა“ სათამაშოების მთავარი დისტრიბუტორია საქართველოს ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია ქართულ ბაზარზე, მათ შორის: Barbie, Hot wheels, Fisher price,Clementoni, Sluban Papo და ა.შ.

„პეპელა“-ში გაყიდული სათამაშოების 100% აკმაყოფილებს ევროპული ხარისხის სტანდარტებს. მათ შორის EN71-ს, რაც სათამაშოების ხარისხის უმკაცრეს შემოწმებას გულისხმობს. სათამაშოების უმრავლესობა იმპორტირებულია ევროკავშირიდან, სადაც თითოეული მათი უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხი მკაცრად კონტროლდება. აღნიშნული ფაქტი ბავშვების უსაფრთხო მომავლის საუკეთესო გარანტიაა მსოფლიოში.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო