World Vision საქართველოს ექსპერტთა გუნდმა შეიმუშავა პრაქტიკული ინტერდისციპლინარული გზამკვლევი სკოლებისთვის

პანდემიით გამოწვეულ პირობებში, სასწავლო პროცესის მართვის მხარდასაჭერად World Vision საქართველოს ექსპერტთა გუნდმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონსულტაციით, შეიმუშავა პრაქტიკული ინტერდისციპლინარული გზამკვლევი სკოლებისთვის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ World Vision საქართველოდან აცნობეს, გზამკვლევი განკუთვნილია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექციის, ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მასწავლებლების, მშობლების, სასკოლო თემის სხვა წარმომადგენლებისათვის და მიმართულია მოსწავლეთათვის სწავლა-სწავლების ეფექტიანი სისტემის შექმნის მხარდაჭერისკენ.

დოკუმენტის შექმნაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მონაწილეობდნენ სკოლების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

„გზამკვლევი ეყრდნობა 2020-2021 სასწავლო წლისათვის არსებულ ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების, შეფასებებს, საუკეთესო პრაქტიკის ანალიზს და საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. დოკუმენტი მოიცავს შემდეგ თემებს: ჯანმრთელობის დაცვის რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, მოსწავლის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომა სკოლებში, საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება სკოლებში, სასკოლო სასწავლო გეგმა, საგანმანათლებლო რესურსები, სკოლის პერსონალისა და მასწავლებელთა მხარდაჭერა, ხარისხის მართვა, მონიტორინგი და შეფასება, კეთილდღეობა Covid 19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში, რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის.

World Vision საქართველო უკვე 20 წელია ზრუნავს ბავშვის დაცვის სისტემების გაძლიერებასა და საზოგადოების როლის გააქტიურებაზე, რათა ხელი შეუწყოს ინკლუზიური, ტოლერანტული, სამართლიანი და თანასწორი გარემოს შექმნას ბავშვთა კეთილდღეობისათვის. ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზაცია იყენებს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს ოჯახის გაძლიერებას, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერასა და თემის ჩართულობის გაზრდას,“- აღნიშნულია World Vision საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

World Vision საქართველოს ექსპერტთა გუნდმა შეიმუშავა პრაქტიკული ინტერდისციპლინარული გზამკვლევი სკოლებისთვის

პანდემიით გამოწვეულ პირობებში, სასწავლო პროცესის მართვის მხარდასაჭერად World Vision საქართველოს ექსპერტთა გუნდმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონსულტაციით, შეიმუშავა პრაქტიკული ინტერდისციპლინარული გზამკვლევი სკოლებისთვის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ World Vision საქართველოდან აცნობეს, გზამკვლევი განკუთვნილია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექციის, ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მასწავლებლების, მშობლების, სასკოლო თემის სხვა წარმომადგენლებისათვის და მიმართულია მოსწავლეთათვის სწავლა-სწავლების ეფექტიანი სისტემის შექმნის მხარდაჭერისკენ.

დოკუმენტის შექმნაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მონაწილეობდნენ სკოლების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

„გზამკვლევი ეყრდნობა 2020-2021 სასწავლო წლისათვის არსებულ ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების, შეფასებებს, საუკეთესო პრაქტიკის ანალიზს და საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. დოკუმენტი მოიცავს შემდეგ თემებს: ჯანმრთელობის დაცვის რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, მოსწავლის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომა სკოლებში, საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება სკოლებში, სასკოლო სასწავლო გეგმა, საგანმანათლებლო რესურსები, სკოლის პერსონალისა და მასწავლებელთა მხარდაჭერა, ხარისხის მართვა, მონიტორინგი და შეფასება, კეთილდღეობა Covid 19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში, რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის.

World Vision საქართველო უკვე 20 წელია ზრუნავს ბავშვის დაცვის სისტემების გაძლიერებასა და საზოგადოების როლის გააქტიურებაზე, რათა ხელი შეუწყოს ინკლუზიური, ტოლერანტული, სამართლიანი და თანასწორი გარემოს შექმნას ბავშვთა კეთილდღეობისათვის. ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზაცია იყენებს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს ოჯახის გაძლიერებას, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერასა და თემის ჩართულობის გაზრდას,“- აღნიშნულია World Vision საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი