ნათია თურნავა - საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების ტვირთების გადაზიდვა შეუფერხებლად ხორციელდება, როგორც აზეირბაიჯანთან, ასევე სომხეთთან მიმართებაში

საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა აბსოლუტურად შეუფერხებლად ხორციელდება, როგორც აზეირბაიჯანთან , ასევე სომხეთთან მიმართებაში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, სამოქალაქო დანიშნულების ტვირთით დატვირთული მანქანების მიერ საზღვრის კვეთები კონფლიქტის განახლების მომენტიდან არ შეცვლილა.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ჩვენს რეგიონში აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მთლიანად რეგიონალური ეკონომიკის განვითარებისთვის და რასაკვირველია, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების - აზერბაიჯანის, სომხეთის ეკონომიკის გამართული ფუნქციონირებისთვის. ამ თვალსაზრისით, საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა აბსოლუტურად შეუფერხებლად ხორციელდება, როგორც აზეირბაიჯანთან , ასევე სომხეთთან მიმართებაში. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, სამოქალაქო დანიშნულების ტვირთით დატვირთული მანქანების საზღვრის კვეთები რომ ავიღოთ, არ შეცვლილა კონფლიქტის განახლების მომენტიდან. დაახლოებით, 750-დან 800-მდე სატვრთო ავტომობილი სამოქალაქო ტვირთით ყოველდღიურად კვეთს საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის საზღვარს. უფრო მეტიც, სომხეთის სამოქალაქო ტვირთების გადაზიდვის უფრო მეტად უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირებისთვის და უზრუნველყოფისთვის, ავამოქმედეთ საბაჟო გამშვები პუნქტი ნინოწმინდა-ბავრა, რომელიც ძალიან მაღალი ინტენსივობით ემსახურება ტვირთებს, სომხეთის მიმართულებით და პირიქით სომხეთიდან გამავალი სატრანზიტო ტვირთებს ინტენსივობა ძალიან მაღალი აქვთ, კვეთები ძალიან მაღალია და ამ კუთხით რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს და არ ექნება“, - განაცხადა თურნავამ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო