რომან გოცირიძე - ვერაფერი გიშველით, ვერც ფული, ვერც ინტრიგები, „ქართული ოცნება" მიდის ისტორიულ სანაგვეში

ვერაფერი გიშველით, ვერც ფული, ვერც ინტრიგები, ვერც ადმინისტრაციული რესურსები. „ქართული ოცნება" მიდის ისტორიულ სანაგვეში“, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ მარნეულში განაცხადა, სადაც "ნაცმოძრაობა" აქციას მართავს.

როგორც გოცირიძე აცხადებს, "ქართულმა ოცნებამ" "ნაცადი იარაღი- ძალადობით დაშინება" აამოქმედა.

"ამ ხელისუფლების მთავარი იარაღი არჩევნებში იყო ძალადობა, დაშინება, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, გაყალბება, დაიწყეს მათი ნაცადი იარაღის ამოქმედება. პირველი მათი შემონახული ბოროტი იარაღი არის ძალადობა დაშინების მიზნით. ამოცანა კი არ იყო, გასწორებოდნენ ორ აქტივისტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საარჩევნო კამპანიის დროს, ეს იყო საჩვენებელი აქცია იმისთვის, რომ მარნეულში ხალხს დაენახა - ამ ადამიანებს, რომელთა უკან დგას პარტიული ლიდერები, როდესაც ასე ვუსწორდებით, თქვენ, მასწავლებლებო, საჯარო მოხელეებო ხომ 100-ჯერ უარესი მოგივათ. იყავით სახლში ჩუმად და მიდით არჩევნებში და ცხვრებივით ჩაყარეთ ხმები "ქართული ოცნების" ყულაბაში. ნურას უკაცრაცად. პირიქით- ამან გამოიწვია მთელი საზოგადოების აღშფოთება",- განაცხადა რომან გოცირიძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს