ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით ისრაელში საპროტესტო აქცია გაიმართა

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციებში მონაწილეობას ათასობით ადამიანი იღებდა. ყველაზე ხალხმრავალი აქცია თელ-ავივში გაიმართა, სადაც დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა ათობით დემონსტრანტი დააკავეს, ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. აქტივისტები პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ კანონს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც პანდემიის დროს ისრაელის მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლიდან 1 კილომეტრის მოშორებით გადაადგილების უფლება არ აქვთ. აქციის მონაწილეები კანონს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევენ.

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო 18 სექტემბერს ისრაელში საყოველთაო კარანტინი განმეორებით გამოცხადდა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
22.09.2025 / 09:13
ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით ისრაელში საპროტესტო აქცია გაიმართა

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციებში მონაწილეობას ათასობით ადამიანი იღებდა. ყველაზე ხალხმრავალი აქცია თელ-ავივში გაიმართა, სადაც დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა ათობით დემონსტრანტი დააკავეს, ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. აქტივისტები პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ კანონს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც პანდემიის დროს ისრაელის მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლიდან 1 კილომეტრის მოშორებით გადაადგილების უფლება არ აქვთ. აქციის მონაწილეები კანონს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევენ.

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო 18 სექტემბერს ისრაელში საყოველთაო კარანტინი განმეორებით გამოცხადდა.

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025