განათლების გამოფენა პანდემიის დროს - LEAF ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ

კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოში უმაღლესი განათლების სექტორი მრავალი გამოწვევის წინაშე დადგა. უნივერსიტეტების შერჩევა კომპლექსური პროცესია, რომელსაც კიდევ უფრო ართულებს შექმნილი ვითარება.

სწორედ ამიტომ კოვიდ-19-ის მიერ შექმნილ პირობებში ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი გამართავს სრულიად უსაფრთხო განათლების საერთაშორისო გამოფენას, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში წარიმართება და საქართველოს გარდა უმასპინძლებს მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მათ მშობლებს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან. გამოფენაზე რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო.

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://leafonlinefair.com/ გამოფენა გაიმართება 2020 წლის 10 ოქტომბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე. მსურველებს სახლიდან გაუსვლელად საკუთარი ტელეფონებიდან, პლანშეტებიდან ან პერსონალური კომპიუტერებიდან შეეძლებათ ეწვიონ ვირტუალურ საგამოფენო სივრცეს. გამოფენაზე დასწრება საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტის პროგრამებსა და შეთავაზებას საერთაშორისო სტუდენტებისათვის. განათლების ვირტუალური გამოფენის პლატფორმა საშუალებას აძლევს სტუმრებს პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ჩატის მეშვეობით, უყურონ ინფორმაციულ ვიდეოებს, დაათვალიერონ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ჩამოტვირთონ ბუკლეტები, გაუგზავნონ უნივერსიტეტს საკუთარი სივი/რეზიუმე, გაეცნონ პროგრამებს, ფასებსა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს.

მონაწილე უნივერსიტეტები

საერთაშორისო განათლების ვირტუალური გამოფენის პლატინის სპონსორია რუმინული უნივერსიტეტი Babeş-Bolyai University, ხოლო ოქროს სპონსორი - IE University ესპანეთიდან.

  1. Babeş-Bolyai University - რუმინეთი
  2. IE University - ესპანეთი
  3. Black Hills State University - აშშ
  4. Ball State University - აშშ
  5. Pennsylvania College of Technology - აშშ
  6. The University of North Carolina at Greensboro -აშშ
  7. Wittenborg University of Applied Sciences - ნიდერლანდები
  8. TIO University of Applied Sciences - ნიდერლანდები
  9. Webster University Vienna - ავსტრია
  10. ISM International School of Management - გერმანია
  11. ESIC Business & Marketing School - - ესპანეთი
  12. GBSB Global Business School - ესპანეთი
  13. CBS International Business School - გერმანია
  14. Utrecht University - ნიდერლანდები
  15. Langara College - კანადა
  16. University of Szeged - უნგრეთი
  17. EU Business School - გერმანია
  18. Hotelschool the Hague - ნიდერლანდები
  19. University of Padua - იტალია
  20. American University in Bulgaria - ბულგარეთი
  21. Middlesex University Dubai - არაბთა გაერთიანებული საამიროები
  22. University of Essex - გაერთიანებული სამეფო

ცენტრის შესახებ

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF-ის მოსწავლეების 80%-ზე მეტი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას იღებს. ცენტრი 2008 წლიდან წარმატებით ეხმარება მსურველებს საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამებზე საზღვარგარეთ ჩაბარებაში.

LEAF საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის ICEF-ის მიერ აღიარებული განათლების ცენტრია. კოპმანია საქართველოში მრავალ ევროპულ და ჩრდილოეთ ამერიკულ უნივერსიტეტს წარმოადგენს. ცენტრს მუდმივი კომუნიკაცია აქვს მსოფლიოს უნივერსიტეტებთან და სკოლებთან და ფლობს განახლებად ინფორმაციას საერთაშორისო ტესტებისა და მიღების კრიტერიუმების შესახებ.

LEAF-ის სერვისები

განათლების ცენტრში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მოემზადონ ისეთი საერთაშორისო ტესტებისთვის, როგორიცაა SAT, TOEFL, IELTS, FCE. ისინი გაივლიან ინგლისური ენის კურსებსაც.

კონსულტაციების დეპარტამენტს უძღვება გიორგი ჩავლეიშვილი, რომელსაც 10-წლიანი გამოცდილება აქვს College Counseling-ში და მისი დახმარებით სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით ასობით მოსწავლე მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობს.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო