ნავთობპროდუქტების ფასებისა და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის გათვალისწინებით, „სოკარი“ საწვავზე არსებულ ფასებს შეინარჩუნებს

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში“ მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასებისა და ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების დინამიკას აფასებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, კომპანია ქართულ ბაზარზე საწვავის არსებული სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებას შეძლებს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ბაზარზე ფასების კლება და ლარის კურსის მეტად დასტაბილურება დაფიქსირდა, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ საწვავის ფასს დაწევს.

კომპანიაში ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის კურსი, ისევე, როგორც მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა, საქართველოში საწვავის სარეალიზაციო ფასის ცვლილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. თუმცა, კომპანიას ამ ეტაპზე აქვს საკმარისი მარაგი იმისათვის, რომ შეძლოს ფასების შენარჩუნება.

მიუხედავად ვალუტის კურსის ცვლილებისა, კომპანია, მთელი ამ დროის განმავლობაში, ცდილობდა, გაეთვალისწინებინა მომხმარებლების ინტერესები და ამისათვის, ენერჯი ბარათის მფლობელთათვის სხვადასხვა აქციაც გამოაცხადა.

ენერჯი ბარათის მფლობელები ბენზინსა და დიზელზე დამატებით 9 თეთრიან ფასდაკლებას იღებენ, ხოლო ყოველ შეძენილ ლიტრზე 3 თეთრი ბარათზე უგროვდებათ. ასევე, მომხმარებლებს 7 თეთრიანი ფასდაკლების მიღება შეუძლიათ გაზის შეძენის შემთხვევაშიც.

გარდა ამისა, ყოველ პარასკევსა და შაბათს, ენერჯი ბარათის მფლობელთათვის, ბენზინსა და დიზელზე განსაკუთრებული, 14 თეთრიანი ფასდაკლება მოქმედებს. ყოველ შეძენილ ლიტრზე 3 თეთრი კი სოკარის მომხმარებლებს ისევ ბარათზე უგროვდებათ.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა