IPSOS-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56%-ს არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლა სურს, 26%-ს კი არა

IPSOS -ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56%-ს არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლა სურს, 26%-ს კი არა.

ამასთან, კითხვაზე - რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს თქვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემების ყველაზე ეფექტიანად მოგვარებას, გამოკითხულთა 18% პასუხობს, რომ ასეთი პარტია „ქართული ოცნებაა“, 17%-ს მიაჩნია, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია. ის, რომ პრობლემებს ეფექტიანად მოაგვარებს „ევროპული საქართველო“, გამოკითხულთა 6 %-ს ჰგონია. „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3%-ს, „ლელო“ - 2%-ს.

კითხვაზე, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 24.5% “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 17.4% – “ნაციონალურ მოძრაობას” და “გაერთიანებულ ოპოზიციას,” “ევროპულ საქართველოს” კი 6.9%.

მოსახლეობის 3.6% “ლელოს” მისცემდა ხმას, 3.4% “სტრატეგია აღმაშენებლს”, 1.9% “ლეიბორისტულ პარტიას”, 1.8% “გირჩს”, 1.7% “პატრიოტთა ალიანსს”, “ერთიან საქართველოს” 1.0%, “მოქალაქეებს” 1.0%, სხვა პარტიებს 3.8%.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 23 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს