მამუკა ხაზარაძე - ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, როდესაც არაფორმალური ლიდერი უსმენს პრეზიდენტის ვიზიტების შედეგებს

ეს არის წარმოუდგენელი, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება როდესაც არაფორმალური ლიდერი უსმენს პრეზიდენტის ვიზიტების შედეგებს, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს კი არა, ქართველ ხალხს უნდა აბარებდეს ანგარიშს.

„სამწუხაროდ, სწორედ ასეთმა 90-წლიანი, რუსული ტიპის მენტალობამ მიიყვანა ჩვენი ქვეყანა და მისი ყველა მიმართულება ასეთ კრიზისამდე. პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს კი არა, ქართველ ხალხს უნდა აბარებდეს ანგარიშს მაგრამ სამწუხაროდ, პრეზიდენტიც მთავარი პროკურორიც და პარლამენტიც, ყველა ემორჩილება ერთ ადამიანს, ეს არის უბედურება ამ ქვეყნის. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და კითხოს, ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს ინტერესებს თუ ერთი ადამიანის ინტერესებს. სანამ ამას მიხვდებით, ეს ქვეყანა იქნება ამ მდგომარეობაში, მაგრამ ჩვენ ამას დაგიმთავრებთ ოქტომბერში,“ - აღნიშნა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბოლო ვიზიტი ბიძინა ივანიშვილთან 5 თვის წინ ჰქონდა და ზოგჯერ საჭიროდ თვლის დაამყაროს მასთან კომუნიკაცია.

„ზოგჯერ არის თემები, როდესაც საჭიროდ ვთვლი, რომ შევხვდე ბიძინა ივანიშვილს. შეხვედრა ყოველთვის ჩემი ინიციატივით ხდება. მე არ მახსოვს, როდესმე მას დავეძახე. ვთვლი, რომ როგორც უმრავლესობის პარტიის თავმჯდომარე, სწორი არის ზოგჯერ მასთან მქონდეს კომუნიკაცია,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა