ეკატერინე ტიკარაძე - ყველანაირად ვეცდებით, რომ ყველა მოქალაქისთვის და დამკვირვებლებისთვის უსაფრთხოდ წარიმართოს საარჩევნო პროცესი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის უწყება არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოსთან პროდუქტიულად თანამშრომლობს.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო პროცესი როგორც მოქალაქეების, ასევე დამკვირვებლების უსაფრთხოების დაცვით წარიმართება.

„არჩევნებთან დაკავშირებით ინტენსიურად ვმუშაობთ ცესკოსთან, ჩვენ გვაქვს საკმაოდ პროდუქტიული თანამშრომლობა ამ კუთხით და ყველანაირად ვეცდებით, ყველა მოქალაქისთვის და ასევე, ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის უსაფრთხოდ წარიმართოს საარჩევნო პროცესი, ვინაიდან, თქვენ იცით, რომ საქართველოს ისტორიაში წელს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც საქართველოს კიდევ ერთხელ დააყენებს იმ დემოკრატიული განვითარების გზაზე, რომელიც არჩეული გვაქვს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება