11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მერიასთან გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა

დედაქალაქის მერიასთან „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერ გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა.

ვაშაძის განცხადებით, პოლიცია პროვოკაციას აწყობს. მისივე თქმით, პარტიის წევრებს უბრალოდ სურდათ, მათივე კარვები დაეშალათ, რა დროსაც მათთან სამართალდამცველები მივიდნენ.

„პოლიცია ჩამოყალიბდა პროვოკატორად, აგონიაში მყოფი „ოცნების” ხელში”,- განაცხადა ვაშაძემ.

ამას გარდა, გიორგი ვაშაძე ითხოვს, აქციაზე დაკავებული პირები გათავისუფლდნენ.

„რატომ იჭიდავეს ან პოლიცია რატომ მოიყვანეს? სიმართლის თქმის ეშინიათ. ხალხის ხმის ეშინიათ, ფულის კეთებაზე არიან გადასულები. ამიტომ აკეთებენ ამას. არჩევანი არის მარტივი - ფულის მკეთებლები დამსხვრეული ოცნებების სახით, თუ საქმის მკეთებლები- “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის სახით“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენეთ, მერიასთან სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულსხმობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია