ზაალ უდუმაშვილმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და პარტიის პროგრამა გააცნო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და პარტიის პროგრამა გააცნო.

როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, მასწავლებლების ხელფასი 2 000 ლარი გახდება და განათლების დაფინანსება გაორმაგდება.

"ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს, ამ ქვეყნის მომავალი განათლებაზე დგას. განათლების სისტემა კი მთლიანად დამოკიდებულია თქვენს ენთუზიაზმზე და ერთგულებაზე იმ საქმისადმი, რომელსაც უკვე წლებია ემსახურებით. თუმცა, სამწუხაროდ თქვენი შრომა სათანადოდ დაფასებული არაა. ხელისუფლება დღემდე ცდილობს პედაგოგები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. სამსახურიდან დათხოვნის მუქარა, შანტაჟი, ზეწოლა - ეს უკვე ყოველდღიურ მოვლენად იქცა. დღეს სკოლებს მმართველი პარტია და სპეცსამსახურები მართავენ და ჩვენ ყველანი გავხდით იმ შემზარავი ტრაგედიის მომსწრე, რომელიც ზუგდიდში დატრიალდა. ია კერძაიას ტრაგედიას ვგულისხმობ.

ჩვენ ერთად უნდა შევცვალოთ ეს მძიმე ვითარება. უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული და დაფასებული იქნება. ჩვენი გეგმით, მასწავლებლის ხელფასი გახდება მინიმუმ 2000 ლარი. სკოლა და უნივერსიტეტი სრულიად დეპოლიტიზირებული იქნება. დაუშვებელი იქნება მასწავლებლების საარჩევნო კომისიებში იძულებით დანიშვნა. განათლების დაფინანსება გაორმაგდება. დაინერგება ამერიკული და ევროპული საგანმანათლებლო პროგრამები. მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევიტანთ წვლილს განათლების რეფორმაში და ერთად ვიამაყებთ მიღწეული წარმატებებით", - აღნიშნა ზააალ უდუმაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო