ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდულ საქმიანობას დამატებით 4 მუნიციპალიტეტში დანერგავს

ახალგაზრდობის სააგენტო, მისი სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალურ ახალგაზრდულ საქმიანობას, 11 საპილოტე მუნიციპალიტეტთან ერთად, წელსვე დამატებით 4 მუნიციპალიტეტში დანერგავს, მათ შორისაა ფოთი ჩხოროწყუ, ბორჯომი და ახმეტა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, APD დირექტორთან, მაკა სართანიასთან ერთად, დღეს ფოთის მუნიციპალიტეტს ეწვია. მხარეებმა ადგილზე, მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა კურდღელიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

სააგენტოს რეფორმის ფარგლებში წელს ფოთშიც, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით ადგილზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყება.

ამ პროცესში მონაწილეობას ხსენებული მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომლები მიიღებენ, რომლებსაც სააგენტო „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკებად“ გადაამზადებს. ტრენინგების მიზანია, მონაწილეებმა გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ გამოცდილება ახალგაზრდობის სფეროში, განივითარონ ახალი უნარები და კომპეტენციიები, რაც მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში დაეხმარებათ.

სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, სააგენტო მუნიციპალურ ახალგაზრდულ პოლიტიკას საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში დანერგავს, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე მდგრადი და ეფექტიანი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და მათი პოტენციალის სრულად რეალიზება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“