გიგი უგულავა კორონავირუსზე - ხალხმა წესები სერიოზულად არ მიიღო, რადგან დაინახა, რომ ხელისუფლება მაიმუნობს, ცდილობს თავისი კრიზისები მოაგვაროს, ოპოზიცია მოაშთოს

ფაქტია, ჩვენ დრო კი არ მოვიგეთ, ეკონომიკა მოვსპეთ და მოქალაქეები შიმშილისთვის გავიმეტეთ, რაც გააკეთა გიორგი გახარიამ და „ქართული ოცნების“ მთავრობამ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, საზოგადოებამ დაინახა, რომ მთავრობა კორონავირუსის საკითხის პოლიტიზებას ცდილობს, რის გამოც საზოგადოება სერიოზულად არ ეკიდება რეგულაციებს.

„3 კვირაა არჩევნებამდე დარჩენილი და რეალურად სიტუაციას არავინ გვეუბნება. გვყავს მთავრობა, რომელმაც, როდესაც 20 შემთხვევა იყო გადაკეტა ქვეყანა და როდესაც, 550 შემთხვევაა, იძახის, რომ არაუშავს. გვყავს მთავრობა, რომელმაც გააჩერა ყველაფერი, მოსპო სამუშოები, ხალხი ვალებში გადავარდა და ამის საპირწონედ, დღეს გვეუბნება, რომ ვირუსთან თანაცხოვრება შესაძლებელია. მაშინ, როდესაც თანაცხოვრებაზე ჩვენ ვლაპარაკობდით, თავისი ბოტებით და ტელევიზიებით ხელისუფლება ვირუსს ადარებდა ოპოზიციას. დღევანდელი სურათი, განსაკუთრებით რეგიონებში, არავის რომ არ სჯერა COVID-19-ის არსებობის და ყველა ამბობს, რომ გამოგონილია და კოვიდი მომკლავს თუ შიმშილი რა მნიშვნელობა აქვს, ეს იქიდან მოდის, რომ პირველივე დღიდან ხელისუფლებამ დაიწყო პროპაგანდა, რომელიც ამ თემის პოლიტიზებას ნიშნავდა. როდესაც ხალხმა დაინახა, რომ ეს რაღაც პოლიტიკური თამაშის ნაწილია, შესუსტდა რეგულაციების კონტროლი. ხალხმა დაინახა, რომ ხელისუფლება რაღაცას მაიმუნობს, მანიპულირებს, ამითი ცდილობს თავისი პოლიტიკური თუ სხვა კრიზისები მოაგვაროს, ოპოზიცია მოაშთოს, ამიტომაც არავინ მიიღო წესები სერიოზულად, პირბადე სადღაც ლურსმანზეა მაღაზიასთან ჩამოკიდებული, ვიღაც შევა აიღებს, გამოვა-დაკიდებს, დღეს ამისი შედეგები გვაქვს. მაშინ 3-3 შემთხვევა იყო, ახლა 550-ია, იმ ლოგიკით, მაშინ სუნთქვის უფლება უნდა ჰქონდეთ ბათუმელებს მხოლოდ“,-აღნიშნა უგულავამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს