მერიის ინფორმაციით, თბილისის ბაღები ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე ახალი წესებით მუშაობის პრინციპს თბილისის N44 საჯარო ბაღში გაეცნო, სადაც სხვა ბაღების მსგავსად, ეზოში მინიშნებები და დეზობარიერები განთავსდა, მოეწყო დაყოვნებისა და საიზოლაციო სივრცეები, მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და სხვა.

კახაბერ გვანცელაძემ საძინებელ ოთახებში საწოლების განაწილებაც შეამოწმა.

მერიის ინფორმაციით, ახალი რეგულაციით, ბავშვები საწოლებში უნდა განთავსდნენ იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი სახით კონტაქტი. ასევე, ბაღების სააგენტომ შეიძინა მეთოდური მასალები, რომლებიც თითოეული ბავშვისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ ჩანთაშია მოთავსებული. ყველა სააღზრდელო ჯგუფში განისაზღვრა სივრცეები სხვადასხვა აქტივობისთვის, რათა ბავშვთა მცირე ჯგუფების დისტანცირება მოხდეს.

„რეგულაციების დამტკიცებისთანავე, მათი აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება დავიწყეთ, რაც მოითხოვდა, როგორც გარკვეული ინვენტარის შესყიდვას, ასევე, პერსონალის გადამზადებას. საკმაოდ მოკლე დროში აღვჭურვეთ და მოვაწყეთ ბაღები დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად, რის შემდეგაც, თითოეული დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს შრომითმა ინსპექციამ დეტალურად შეამოწმა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის საჯარო ბაღები აღსაზრდელების მისაღებად მზადაა“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყება 12 ოქტომბერს იგეგმება. ქალაქის 183 ბაგა-ბაღში 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო