გიორგი კახიანმა განმარტა, რატომ არ დაელოდა პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე ვენეციის კომისიის დასკვნას

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი ირწმუნება, რომ მმართველი გუნდისთვის ვენეციის კომისიის დასკვნები ძალიან მნიშვნელოვანია.

კახიანმა ჟურნალისტებთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არ დაელოდა პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე ვენეციის კომისიის დასკვნას. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს ახლა რომ არ მიეღო, ამ მოწვევის პარლამენტი საერთოდ ვეღარ მიიღებდა.

„რა თქმა უნდა, ვენეციის კომისიის დასკვნა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ყოველი რეფორმა, რაც აქამდე გაგვიტარებია, ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად გაგვიტარებია. ამ შემთხვევაშიც ვენეციის კომისიას პროექტი ჩვენ თვითონ გავუგზავნეთ. მოგეხსენებათ, კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით ხდებოდა. ვენეციის კომისიის დასკვნას ბოლო მომენტამდე ველოდით. ერთის მხრივ, გვესმის, რომ დასკვნის მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება. მეორეს მხრივ, ჩვენ კანონპროექტი პლენარული სხდომების ბოლო დღეს მივიღეთ. დღევანდელი მოწვევის პარლამენტი შესაძლებელია პლენარულ სხდომაზე აღარ შეიკრიბოს და ფაქტობრივად, საკანონმდებლო ცვლილებები ბოლო დღეს მივიღეთ. აქედან გამომდინარე, ამ მოწვევის პარლამენტს კანონპროექტი ან არ უნდა მიეღო ან მიგვეღო ისე, როგორც ეს გავაკეთეთ. კანონპროექტში გათვალისწინებულია ყველა ის მოთხოვნა, რაც ვენეციის კომისიას აქამდე ჰქონდა. კომისიის დასკვნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თუ თეორიულად შესაძლებელია კანონთან მიმართებაში მასში ისეთი მოსაზრება იყოს, ამაზე მომავალი პარლამენტი იფიქრებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს.

განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის.

„30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვას. ევროკავშირმა და სხვა მნიშვნელოვანმა დამკვირვებლებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზების გამო.

სამწუხაროა, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას ამ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც მან თავად მოითხოვა და რომელიც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ეს დაკარგული შესაძლებლობაა, რომ საზოგადოებაში მეტი ნდობა შექმნილიყო ამ პროცესის მიმართ.

ევროკავშირი შეაფასებს კანონმდებლობას და მის შედეგებს, ვენეციის კომისიის მოსალოდნელი მოსაზრების გათვალისწინებით და ელის, რომ საქართველო შემდგომ განიხილავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით შერჩევის პროცესის წესებს.

სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

გიორგი კახიანმა განმარტა, რატომ არ დაელოდა პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე ვენეციის კომისიის დასკვნას

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი ირწმუნება, რომ მმართველი გუნდისთვის ვენეციის კომისიის დასკვნები ძალიან მნიშვნელოვანია.

კახიანმა ჟურნალისტებთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არ დაელოდა პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე ვენეციის კომისიის დასკვნას. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს ახლა რომ არ მიეღო, ამ მოწვევის პარლამენტი საერთოდ ვეღარ მიიღებდა.

„რა თქმა უნდა, ვენეციის კომისიის დასკვნა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ყოველი რეფორმა, რაც აქამდე გაგვიტარებია, ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად გაგვიტარებია. ამ შემთხვევაშიც ვენეციის კომისიას პროექტი ჩვენ თვითონ გავუგზავნეთ. მოგეხსენებათ, კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით ხდებოდა. ვენეციის კომისიის დასკვნას ბოლო მომენტამდე ველოდით. ერთის მხრივ, გვესმის, რომ დასკვნის მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება. მეორეს მხრივ, ჩვენ კანონპროექტი პლენარული სხდომების ბოლო დღეს მივიღეთ. დღევანდელი მოწვევის პარლამენტი შესაძლებელია პლენარულ სხდომაზე აღარ შეიკრიბოს და ფაქტობრივად, საკანონმდებლო ცვლილებები ბოლო დღეს მივიღეთ. აქედან გამომდინარე, ამ მოწვევის პარლამენტს კანონპროექტი ან არ უნდა მიეღო ან მიგვეღო ისე, როგორც ეს გავაკეთეთ. კანონპროექტში გათვალისწინებულია ყველა ის მოთხოვნა, რაც ვენეციის კომისიას აქამდე ჰქონდა. კომისიის დასკვნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თუ თეორიულად შესაძლებელია კანონთან მიმართებაში მასში ისეთი მოსაზრება იყოს, ამაზე მომავალი პარლამენტი იფიქრებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს.

განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის.

„30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვას. ევროკავშირმა და სხვა მნიშვნელოვანმა დამკვირვებლებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზების გამო.

სამწუხაროა, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას ამ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც მან თავად მოითხოვა და რომელიც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ეს დაკარგული შესაძლებლობაა, რომ საზოგადოებაში მეტი ნდობა შექმნილიყო ამ პროცესის მიმართ.

ევროკავშირი შეაფასებს კანონმდებლობას და მის შედეგებს, ვენეციის კომისიის მოსალოდნელი მოსაზრების გათვალისწინებით და ელის, რომ საქართველო შემდგომ განიხილავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით შერჩევის პროცესის წესებს.

სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი