KFC-ისა და Wolt-ის საჩუქარი თბილისს: KFC-ის უფასო მიტანის აქცია Wolt-ზე

ზაფხული მიილია, თბილისი კვლავ ახმაურდა, დაიწყო სწავლა და ჩვეული სამუშაო დღეები. მაგამ Wolt და KFC მოწყენის საშუალება არ გაძლევთ და მშვენიერ საშემოდგომო აქციას გთავაზობთ - შეუკვეთეთ KFC-ის ქათამიხრაშუნა ნაჭრები და Wolt თქვენ შეკვეთას უფასოდ მოგიტანთ. ასე რომ 5 ოქტომრიდან იხრაშუნეთ სახლში, ოფისში, პარკში და ისიამოვნეთ, აქცია კიდევ ათ დღეს გასტანს.

KFC-ის რესტორნების ქსელი ექსკლუზიურად Wolt-ზეა წარმოდგენილი. პარტნიორი კომპანიები მომხმარებელს მუდმივად სთავაზობენ საინტერესო აქციებსა და სხვადასხვა შეთავაზებებს. თბილისში KFC-ის შეკვეთა ღამის 3 საათამდეა შესაძლებელი ისნის, ვაკისა და გამრეკელის ფილიალებიდან.

Wolt მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს, ახლა უკვე Wolt-ით საკვების ან სუპერმარკეტის პროდუქციის შეკვეთისას, გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით.

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 10 000-ზე მეტ რესტორანსა და 20 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.

საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების შეკვეთა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის 500-ზე მეტი რესტორნიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს. Wolt-ის აპლიკაციას ახლა უკვე არა მხოლოდ რესტორნების, არამედ სუპერმარკეტების გამოძახების სერვისიც დაემატა.

KFC კი (Kentucky Fried Chicken), თითქმის, საუკუნეა, მსოფლიოს 120 ქვეყანაში მილიონობით ადამიანის საყვარელი რესტორანია. ბრენდი ქართულ ბაზარზე 2014 წელს შემოვიდა. დღესდღეობით კომპანია თბილისში 6 რესტორნით არის წარმოდგენილი. შემოდგომაზე თბილისში KFC-ის ორი ახალი რესტორანი გაიხსნება. 2020 წლიდან გახსნილი ყველა რესტორანი მომხმარებელს სთავაზობს ახალ, კომფორტულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას – ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სისტემების დახმარებით.

(R)

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა