კახა კალაძე - არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხონ

პოლიტიკურ პარტიებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას შეხვდნენ, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები გააცნონ და მათ ხელს არავინ უშლის. არსებობს კანონები, წესები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თბილისის მერიასთან აქციასა და რამდენიმე მონაწილის დაკავების თაობაზე.

გარდა ამისა, კახა კალაძემ ისაუბრა გასულ დღეებში, ცალკეულ ადგილებში პოლიტიკურ პარტიებს შორის მომხდარ ინციდენტებზე და აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანია ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩაატაროს. თბილისის მერის თქმით, საარჩევნო კამპანია მთლიანობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის ცალკეული ინციდენტები და პროვოკაციები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. მე არ გამოვყოფ, ვინ, რომელი პარტიის წევრია და ვინ, რა გააკეთა. კანონის წინაშე პასუხი ყველამ უნდა აგოს. კატეგორიულად მიუღებელია ფიზიკური, სიტყვიერი დაპირისპირება და შეურაცხყოფა. არ არის აუცილებელი ერთმანეთის შტაბების წინ აქციების გამართვა, გამოწვევა და ა.შ. ამიტომ, თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე ყველას მოეთხოვება პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო