გრიგოლ გეგელია - “ლელოს "მარშალის გეგმის" კვალდაკვალ პოლონეთი ანალოგიურ გეგმას ბელარუსს სთავაზობს

“ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია, ლელოს “მარშალის გეგმის” შემდეგ, მსოფლიო პოლიტიკაში “მარშალის გეგმის” დაბრუნებაზე საუბრობს.

გეგელიას თქმით, მას შემდეგ, რაც ლელომ “მარშალის გეგმა” წარადგინა, თემა აქტუალური გახდა პოლონეთშიც, რაც, მისივე შეფასებით, “ლელოს” სწორ პოლიტიკას უკავშირდება.

“ლელოს “მარშალის გეგმის“ გამოცხადების შემდეგ, დღეს ჩვენ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაშიც ვხედავთ „მარშალის გეგმის“ იდეის დაბრუნებას. ჩვენი გეგმის მსგავსად, ამ შეთავაზების იდეაც განვითარების, კეთილდღეობის და სტაბილურობის ხელშეწყობაა. პოლონური მარშალის გეგმის მიზანი ეკონომიკური სისტემის სტაბილიზაცია, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ბელარუსიის და ევროკავშირის ბაზრების დაახლოებაა. სწორედ იგივეა ლელოს „მარშალის გეგმის“ ფილოსოფიაც. ჩვენი შევქმენით საქართველოს ისტორიაში ყველაზე ამბიციური და ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის პროექტი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით უნდა შეცვალოს დადებითისკენ. ჩვენი მიზანია ძლიერი საშუალო ფენა, კრიზისში მყოფი ეკონომიკის სტაბილიზაცია, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ევროკავშირის ბაზარზე ქართული ექსპორტის გაზრდა,”- აცხადებს გეგელია.

“ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, დღეს არამარტო ქართული, არამედ მსოფლიო პრაქტიკა მოწმობს, რომ “ლელოს” აქვს ქვეყნის განვითარების ყველაზე ადეკვატური და ძლიერი ხედვა, რომელსაც შეუძლია უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის გადაჭრა.

“ლელოს” თავისი სწორი პროგრამითა და ხედვით შეუძლია ადამიანების რეალურად გაძლიერება. სწორედ ეს ხედვა შექმნის ძლიერ საშუალო ფენას, რეგიონის ფინანსურ და ლოჯისტიკურ ცენტრს ჩვენი ქვეყნის მიწაზე, დაცულ და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. დაწყებული ამ შემოდგომიდან, ლელოს “მარშალის გეგმა“ გააორმაგებს ქართულ ეკონომიკას და ადამიანის წინსვლას აქცევს პოლიტიკური წარმატების საზომად,” - აცხადებს გეგელია.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ მორავიეცკის ინიციატივით, ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო მილიარდი ევროს ოდენობის სტაბილიზაციის ფონდს ქმნის ბელარუსიის მხარდასაჭერად. პრემიერი მორავიეცკი მას „ახალ მარშალის გეგმას“ უწოდებს.

ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გრიგოლ გეგელია - “ლელოს "მარშალის გეგმის" კვალდაკვალ პოლონეთი ანალოგიურ გეგმას ბელარუსს სთავაზობს

“ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია, ლელოს “მარშალის გეგმის” შემდეგ, მსოფლიო პოლიტიკაში “მარშალის გეგმის” დაბრუნებაზე საუბრობს.

გეგელიას თქმით, მას შემდეგ, რაც ლელომ “მარშალის გეგმა” წარადგინა, თემა აქტუალური გახდა პოლონეთშიც, რაც, მისივე შეფასებით, “ლელოს” სწორ პოლიტიკას უკავშირდება.

“ლელოს “მარშალის გეგმის“ გამოცხადების შემდეგ, დღეს ჩვენ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაშიც ვხედავთ „მარშალის გეგმის“ იდეის დაბრუნებას. ჩვენი გეგმის მსგავსად, ამ შეთავაზების იდეაც განვითარების, კეთილდღეობის და სტაბილურობის ხელშეწყობაა. პოლონური მარშალის გეგმის მიზანი ეკონომიკური სისტემის სტაბილიზაცია, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ბელარუსიის და ევროკავშირის ბაზრების დაახლოებაა. სწორედ იგივეა ლელოს „მარშალის გეგმის“ ფილოსოფიაც. ჩვენი შევქმენით საქართველოს ისტორიაში ყველაზე ამბიციური და ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის პროექტი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით უნდა შეცვალოს დადებითისკენ. ჩვენი მიზანია ძლიერი საშუალო ფენა, კრიზისში მყოფი ეკონომიკის სტაბილიზაცია, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ევროკავშირის ბაზარზე ქართული ექსპორტის გაზრდა,”- აცხადებს გეგელია.

“ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, დღეს არამარტო ქართული, არამედ მსოფლიო პრაქტიკა მოწმობს, რომ “ლელოს” აქვს ქვეყნის განვითარების ყველაზე ადეკვატური და ძლიერი ხედვა, რომელსაც შეუძლია უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის გადაჭრა.

“ლელოს” თავისი სწორი პროგრამითა და ხედვით შეუძლია ადამიანების რეალურად გაძლიერება. სწორედ ეს ხედვა შექმნის ძლიერ საშუალო ფენას, რეგიონის ფინანსურ და ლოჯისტიკურ ცენტრს ჩვენი ქვეყნის მიწაზე, დაცულ და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. დაწყებული ამ შემოდგომიდან, ლელოს “მარშალის გეგმა“ გააორმაგებს ქართულ ეკონომიკას და ადამიანის წინსვლას აქცევს პოლიტიკური წარმატების საზომად,” - აცხადებს გეგელია.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ მორავიეცკის ინიციატივით, ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო მილიარდი ევროს ოდენობის სტაბილიზაციის ფონდს ქმნის ბელარუსიის მხარდასაჭერად. პრემიერი მორავიეცკი მას „ახალ მარშალის გეგმას“ უწოდებს.

ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს