„აეროპორტების გაერთიანება“ - როგორც კი ეპიდვითარება საშუალებას მოგვცემს, საქართველოდან ავიარეისები სხვადასხვა მიმართულებით აღდგება

როგორც კი ეპიდვითარება საშუალებას მოგვცემს, საქართველოდან ავიარეისები სხვადასხვა მიმართულებით აღდგება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ეპიდვითარების გაუმჯობესების შემდეგ, შესაძლებელია, რიგის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზარდოს.

„ამჟამად კვირაში ერთხელ რიგის მიმართულებით განახლდა რეგულარული ავიამიმოსვლა, მიმდინარეობს მსჯელობა სხვა მიმართულებით რეისების აღდგენაზე, მაგრამ ეპიდვითარებიდან გამომდინარე რა იქნება და როგორ იქნება ჯერ არ ვიცით. როგორც კი ეპიდვითარება მოგვცემს საშუალებას, რეისები ახალი მიმართულებებით დაემატება და რიგის მიმართულებით დანიშნული ავიარეისების სიხშირეც გაიზრდება. ეს დამოკიდებულია საქართველოში და ასევე, ევროპაში არსებულ ეპიდვითარებაზე“, - აღნიშნავენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.

ცნობისთვის, 6 თვიანი პაუზის შემდეგ, 4 ოქტომბერს რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა. ავიაკომპანია Wizz Air, პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.

იხილეთ ვიდეო: "აეროპორტების გაერთიანება" - როგორც კი ეპიდვითარება საშუალებას მოგვცემს, საქართველოდან ავიარეისები სხვადასხვა მიმართულებით აღდგება

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო