საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა საარბიტრაჟო საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

საქართველოს სავაჭრო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობამ საარბიტრაჟო საბჭოს ახალი წევრების არჩევას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო პალატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საბჭოს ახალი შემადგენლობა ადგილობრივ წევრებთან ერთად, არბიტრაჟის სფეროში საერთაშორისო დონეზე წამყვანი პრაქტიკოსებით დაკომპლექტდა-აღნიშნულ სიახლეს საერთაშორისო დონეზე არბიტრაჟის სფეროში ყველაზე გავლენიან და აღიარებულ გამოცემა Global Arbitration Review (GAR) ეხმაურება.

საარბიტრაჟო საბჭოს ოთხი ახალი უცხოელი წევრი - იას ბანიფატემი (Shearman & Sterling), პატრიცია შონესი (Stockholm University), სტივენ ფინიციო (WilmerHale), მარკიან კლიუჩკოვკსი (Asters), ფრანცისკო ამალო (Martinez de Hoz & Rueda) და სამი ახალი ქართველი წევრი - ელენე გოგაძე (Sheppard, Mullin, Richter and Hampton LLP), ნატა ღიბრაძე (Hogan Lovells) და მაია ბაქრაძე ჰყავს.

ამასთანავე, საარბიტრაჟო საბჭოს ახალ თავმჯომარედ ქეთევან ბეთანელი (Freshfields Bruckhaus Deringer, პარიზი)აირჩიეს, რომელსაც როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.

,,საარბიტრაჟო საბჭოს ახალი წევრების უმეტეს ნაწილი საარბიტრაჟო ცენტრთან თანამშრომლობს. მათ შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა კვალიფიკაცია, რეპუტაცია და საარბიტრაჟო სფეროში მუშაობის გამოცდილება. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საბჭოს წევრების ეროვნებაზე, ენებისა და სხვადასხვა ქვეყნის იურისდიქციის ცოდნაზე. ახალი შემადგენლობა სრულად დააბალანსებს საარბიტრაჟო ცენტრში შემოსული დავების მხარეთა სხვადასხვა ენობრივი და განსხვავებული სამართლებრივი კულტურიდან გამომდინარე შესაძლოდ წარმოშობილ პრობლემატურ საკითხებს’’- ნათქვამია Global Arbitration Review (GAR)-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივნის, ბექა ინჯიას განცხადებით, აუცილებელია აღინიშნოს საარბიტრაჟო საბჭოს ქართველენოვანი წევრების გამოცდილება, როგორც კომერციული ასევე საინვესტიციო არბიტრაჟში, რაც მნიშვნელოვნად წაადგება საარბიტრაჟო ცენტრის საქმიანობას.

,,ხაზგასასმელია, რომ ახალი შემადგენლობის დიდი ნაწილი პროფესიულ საქმიანობას საქართველოს საზღვრებს გარეთ ეწეოდა, რაც ამცირებს გარკვეული ინტერესთა კონფლიქტების დადგომის შესაძლებლობას. შესაბამისად, საარბიტრაჟო საბჭო კვლავ დარჩება დამოუკიდებელი და ხარისხიანი საარბიტრაჟო პროცესის შენარჩუნების გარანტი, რაც საარბიტრაჟო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს’’, - აღნიშნა ბექა ინჯიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს