ახალგაზრდობის სააგენტომ, ჩხოროწყუში, მისი სამწლიანი რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება - „მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობა“ დაიწყო

ახალგაზრდობის სააგენტო, მისი სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალურ ახალგაზრდულ საქმიანობას, 11 საპილოტე მუნიციპალიტეტთან ერთად, წელსვე დამატებით 4 მუნიციპალიტეტში დანერგავს, მათ შორისაა ჩხორორწყუს მუნიციპალიტეტი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, APD დირექტორთან, მაკა სართანიასთან ერთად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ეწვია, მხარეებმა ადგილზე, მუნიციპალიტეტის მერთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

სააგენტოს რეფორმის ფარგლებში წელს ჩხოროწყუშიც ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით ადგილზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყება.

ამ პროცესში მონაწილეობას ხსენებული მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომლები მიიღებენ, რომლებსაც სააგენტო „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკებად“ გადაამზადებს ტრენინგების მიზანია, მონაწილეებმა გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ გამოცდილება ახალგაზრდობის სფეროში, განივითარონ ახალი უნარები და კომპეტენციიები, რაც მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში დაეხმარებათ.

დამატებით 4 უნიციპალიტეტში მუნიციპალურ ახალგაზრდულ საქმიანობას სააგენტო მშიდობისა და განვითარების აკადემიის მხარდაჭერით საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, პროექტის “გააძლიერე ცვლილებისათვის - ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის მონაწილეობისათვის” ფარგლებში ნერგავს.

სამწლიანი რეფორმის ფარგლებში სააგენტო მუნიციპალურ ახალგაზრდული პოლიტიკას საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში დანერგავს, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე მდგრადი და ეფექტიანი ახალაგზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და მათი პოტენაციალის სრულად რეალიზება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად