ლევან იოსელიანი - „ოცნებამ“ საბოლოოდ უარი თქვა დამოუკიდებელ სასამართლოზე

„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ უარი თქვა დამოუკიდებელ სასამართლოსა და მოსამართლეებზე, - ასე ეხმაურება “ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების” ლიდერი ლევან იოსელიანი ვენეციის კომისიის განცხადებას.

მისი შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, ყველა მოატყუოს, მაგრამ მათი უკვე არავის სჯერა.

“ვენეციის კომისიის განცხადებაც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. ივანიშვილს ყველაზე მეტად სასამართლოს დამოუკიდებლობის ეშინია, რადგან უამრავი დამნაშავე და კორუფციონერი დაასვა ქვეყანას თავზე. ოქტომბერში გვაქვს შანსი, მატყუარები გავისტუმროთ ხელისუფლებიდან და პირველად, დამოუკიდებლობის მოპოვების მერე, დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობა დავიწყოთ”,- წერს იოსელიანი, რომლის განცხადებასაც “ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების” პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს