დავით ბაქრაძე - “ქართულმა ოცნებამ” არათუ არ გამოიყენა შესაძლებლობა, ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო შექმნილიყო, არამედ პირიქით - უფრო გააღრმავა პრობლემა

“ქართულმა ოცნებამ” არათუ არ გამოიყენა 2012 წელს შესაძლებლობა, ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო შექმნილიყო, არამედ პირიქით - უფრო გააღრმავა პრობლემა, სასამართლო ჩააბარა ერთ კლანს და სწორედ კლანურ ინტერესებზე მორგებული არჩევნები და მოდელი არის ის, რის გამოც დღეს ევროკავშირი ასე ღიად აკრიტიკებს საქართველოს, - ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის თაობაზე ევროკავშირის განცხადებას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო სისტემაში გარდამტეხი ცვლილებებია საჭირო და “ევროპული საქართველო” გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო არ შეიქმნა.

“ჩვენი ერთ-ერთი გარდამტეხი ცვლილება, რის ვალდებულებასაც ვიღებთ, უკავშირდება სასამართლოს. ვგრძნობთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ წინა წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლების დროს ქვეყანაში არ შეიქმნა თავისუფალი სასამართლო. ჩვენ ვხედავთ პრობლემას იმაში, რომ 8 წელია ამ ხელისუფლებამ არ და ვერ შექმნა თავისუფალი სასამართლო. ამიტომ ერთ-ერთი გარდამტეხი ცვლილება ის უნდა იყოს, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ნაფიცი მსაჯულების ამოქმედების გზით, უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანის გზით, ამერიკის უზენაესი სასამართლოს საქმეების პრეცენდენტად დაშვების გზით, ყველა ამ მეთოდით მოვიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები, რომ ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი სასამართლო, არა მარტო იმიტომ, რომ ევროკავშირმა არ გაგვაკრიტიკოს, არამედ, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განცდა”, - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები