გასული თვეების განმავლობაში ვერდაბრუნებული ქეშბექი 11 მილიონ ლარს აღემატება

თუკი ლიბერთის ბარათით სარგებლობთ, ასეულობით სავაჭრო ობიექტში სტუმრობისას, საშუალება გეძლევათ გადახდილი თანხის ნაწილი მომენტალურად დაიბრუნოთ ანგარიშზე. ამაში ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ქეშბექი გეხმარებათ, თუმცა თუკი გადახდამდე ქეშბექის აპლიკაციაში ამ კონკრეტულ ობიექტს არ ააქტიურებთ, თანხის დაბრუნებაც ვეღარ ხერხდება. ამგვარმა ვერდაბრუნებულმა თანხამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თერთმეტ მილიონზე მეტი ლარი შეადგინა.

თანხის ვერდაბრუნებასა და მის მიზეზებზე დღეს ლიბერთის ალტერნატიული პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ქოროღლიშვილმა ისაუბრა: „ქეშბექის ვერდაბრუნებას რამდენიმე მიზეზი აქვს, ჩვენს მომხმარებლებს ხან ქეშბექის აპლიკაცია არ აქვთ გადმოწერილი, ხან გადმოწერილი აქვთ, მაგრამ გადახდამდე აპლიკაციაში ამ მეგობარი ობიექტის აქტივაცია ავიწყდებათ ან სულაც, ჩვენი ბარათით ლიბერთის ნაცვლად სხვა ბანკის ტერმინალზე იხდიან“.

მისივე რეკომენდაციით, მომავალში მაქსიმალური სარგებლის მისაღებად და კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად, მომხმარებელმა მობილურში ქეშბექის აპლიკაცია უნდა გადმოწეროს, აპლიკაციაში გაიაქტიუროს ის ობიექტი, სადაც რამის შეძენას გეგმავს და ლიბერთის ბარათით გადახდისას აუცილებლად მოითხოვოს ლიბერთის ტერმინალი.

ქეშბექის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით ვერდაბრუნებული თანხის რაოდენობა ყოველდღიურად შემცირდება და მომხმარებლები მაქსიმალური სარგებლის მიღებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ქეშბექი ლიბერთის ლოიალობის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს ასეულობით სხვადასხვა ობიექტში ლიბერთის ბარათით გადახდისას, თანხის ნაწილი მომენტალურად უბრუნდება ანგარიშზე.

(R)

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს
USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ
"კრედო ბანკმა" European Fund for Southeast Europe (EFSE) და Green for Growth Fund (GGF)-ისგან საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მილიონი ლარი მოიზიდა
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია