„მეღვინეობა ხარებას“ საჭადრაკო გუნდმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვა

ევროპის საჭადრაკო გაერთიანების ინიციატივითა და ორგანიზებით, 3-4 ოქტომბერს, ევროპის მასშტაბით, პირველი საერთაშორისო კორპორატიული ონ-ლაინ საჭადრაკო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ევროპის სხვადასხვა ქვეყნის თვრამეტი წამყვანი კომპანიის გუნდმა. მსოფლიოში არსებული კოვიდ პანდემიის გამოწვევების ფონზე, უმნიშვნელოვანესი სიახლე და ინოვაცია იყო ამ მასშტაბის ღონისძიების ონ-ლაინ პლატფორმის მეშვეობით გამართვა, რასაც უმაღლესი ხარისხითა და სტანდარტით უმასპინძლა მსოფლიოში ცნობილმა საჭადრაკო ვებ-პლატფორმამ - Tornelo.

ღონისძიება 3 ოქტომბერს, „მეღვინეობა ხარებას“ სათაო ოფისიდან გაიხსნა. 18 ევროპული ქვეყნის წარმომადგენელს საქართველოდან სიტყვით მიმართა ევროპის საჭადრაკო გაერთიანების პრეზიდენტმა ბატონმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა.

ტურნირი საკმაოდ დაძაბული და მაღალკონკურენტული აღმოჩნდა, მოთამაშეთა მაღალი რეიტინგების გათვალისწინებით. მონაწილეთა რეიტინგული ქულა საშუალოდ 1800-დან 2800-მდე მერყეობდა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე საქართველოს ერთადერთმა წარმომადგენელმა „მეღვინეობა ხარებას“ გუნდმა „ხარებამ“, რომლის შემადგენლობშიც იყვნენ: თემურ ვეკუა (გუნდის კაპიტანი), პაატა აბუთიძე, დავით ჯოჯუა, კონსტანტინე შანავა, გოგი წახნაკია და რევაზ გეწაძე, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა, როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ ჩათვლაში.

„ხარება“ გუნდურ მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა პირველადგილოსან „სბერბანკის“ გუნდს. გუნდური საპრიზო სამეული კი ასე გადანაწილდა:

  1. სბერბანკი - რუსეთი
  2. ხარება - საქართველო
  3. პრობიტ სპ.ზ.ო.ო - პოლონეთი და ბელორუსის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციისა და კომპიუტერული ცენტრის გუნდი - ბელორუსი

ქულათა თანაბარი მაჩვენებლების გათვალისწინებით, მე-3 საპრიზო ადგილი ორმა გუნდმა, პრობიტ სპ.ზ.ო.ო - პოლონეთიდან და ბელორუსის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციისა და კომპიუტერული ცენტრის გუნდებმა გაიყო.

წარმატებული აღმოჩნდა ასევე „ხარებას“ გუნდის წევრთა თამაში ინდივიდუალურ ჩათვლაშიც. გუნდის მოთამაშეთა უმეტესობამ გამორჩეული შედეგები აჩვენა ინდივიდუალური ოსტატობის გათვალისწინებით და ტურნირის სხვადასხვა საპრიზო კატეგორიაში, საუკეთესო მოთამაშეთა შორის აღმოჩნდა „ხარებას“ გუნდის 4 წარმომადგენელი:

U2000 სარეიტინგო ქულის ფარგლებში მოთამაშეთა შორის, ინდივიდუალურ ჩათვლაში პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა „ხარებას“ გუნდის კაპიტანმა ბატონმა თემურ ვეკუამ, ხოლო ოფიციალური საჭადრაკო რეიტინგის არ მქონე მოთამაშეთა შორის ასევე პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა ბატონმა გოგი წახნაკიამ. ამასთანავე ტურნირის საუკეთესო ინდივიდუალური მაჩვენებლით ვერცხლის საპრიზო ადგილი დაიკავა დავით ჯოჯუამ, ხოლო კონსტანტინე შანავამ ბრინჯაოს საპრიზო ადგილი მოიპოვა;

აღსანიშნავია, რომ ტურნირის ოფიციალურ დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც მონაკოში გაიმართება, მიწვეული არიან საპრიზო ადგილზე გასული გუნდები, სადაც მათ ევროპის ჭადრაკის გაერთიანება, საზეიმო ვითარებაში გადასცემს მედლებს და ფულად პრიზებს.

(R)

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“