ვარკეთილში ჭიდაობის დარბაზი გაიხსნება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დღეს ვარკეთილის მეურნეობაში ჭიდაობის დარბაზი გაიხსნება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჭიდაობის დარბაზთან ერთად, ტანვარჯიშისა და ფიტნესის დარბაზებიც მოეწყო, პროექტის საერთო ღირებულებამ 906 179 ლარი შეადგინა.

,,ვარკეთილის მეურნეობაში დღეს ვხსნით ჭიდაობის დარბაზს. აქ იყო შენობა, რომელიც სპორტდარბაზად გადაკეთდა და რეაბილიტირდა. აქ მოეწყო არა მარტო ჭიდაობის, არამედ ტანვარჯიშისა და ფიტნესის დარბაზებიც. პროექტის ღირებულება 906 179 ლარია. თავიდანვე ხაზგასმით ვამბობდი, რომ ყველა რაიონში მიექცეოდა განსაკუთრებული ყურადღება და არ გვექნებოდა გამოყოფილი პრიორიტეტული რაიონები, მხოლოდ ცენტრალური უბნები და ცენტრალური ქუჩები. ყველა ქუჩას და ყველა რაიონს ექცევა შესაბამისი ყურადღება. ჩვენ დაპირებულები ვიყავით, რომ ამ პროექტს განვახორციელებდით და ეს დაპირება შევასრულეთ. გვინდა მულტიფუნქციური კომპლექსები ყველა რაიონში გაკეთდეს, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი ყველა თაობის ადამიანისთვის და დაგვეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება