პრემიერი - ათას სისულელეს ლაპარაკობენ იმასთან მიმართებაში, რაც ქვეყანაში ხდება

ათას სისულელეს ლაპარაკობენ ახლა იმასთან მიმართებაში, რაც ქვეყანაში ხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გახარია განმარტავს, კორონავირუსთან დაკავშირებული წესების დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ, ეკონომიკა, განათლება და სკოლები არ დაიხუროს.

„ყველზე მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი ფუნქცია იცოდეს ზუსტად - სახელმწიფომ, მოქალაქემ, ისევე როგორც კერძო ორგანიზაციებმა, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებმა, საერთო ჯამში, ბიზნესმა. მთავარი, გვახსოვს ის, რომ ამ ადაპტაციის ეტაპზე ვცხოვრობთ ვირუსთან ერთად, ეს ხდება გლობალურად, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ცხოვრება უნდა ხორციელდებოდეს წესებით და ეს წესები შესასრულებლად ძალიან მარტივია. ეს წესები გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ, არ დავხუროთ ეკონომიკა, არ დავხუროთ განათლება და სკოლები, არ დავხუროთ ჩვენი პოლიტიკური პროცესი და ამისთვის გჭირდება ამ წესების დაცვა. ეს არის გლობალური წესები, რომელიც მთელ მსოფლიოში მოქმედებს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ თანაცხოვრების ხარისხი, წარმატება და ჩვენი დისციპლინა, რომლითაც ამ წესებს დავიცავთ, არის იმის გარანტი, რომ ჩვენ წყნარად, მშვიდად, ნორმალურად გავაგრძელებთ ცხოვრებას, აღვადგენთ ეკონომიკას, აღვადგენთ სამუშაო ადგილებს და მშვიდობიანად, ყველანაირი დაძაბულობის გარეშე ჩავატარებთ პოლიტიკურ პროცესს.

ვირუსის გაჩენიდან დაახლოებით, 7-8 თვე გავიდა და იმდენად გლობალურია ეს გამოწვევა და პრობლემა, რომ მსოფლიოში ჯერჯერობით პირბადის, დისტანციის და ჰიგიენის დაცვის ელემენტარული წესების გარდა, სხვა უფრო ქმედითი, ეფექტური ინსტრუმენტი ვირუსთან გამკლავების, ვერავინ მოიგონა და ვერავინ შემოგვთავაზა. ჩვენი მიდგომა იყო დეკრალირებული და თანმიმდევრული თავიდანვე, ჩვენ ვამბობდით ყოველთვის, პირველი ეტაპის შემდეგ, რომელიც იყო შეკავების და რომელსაც თავისი მიზანი ჰქონდა, ამ მიზნებს წარმატებით მიაღწია. ჩვენ გადავედით ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპზე. ეს მინდა დეტალურად ავხსნა, იმიტომ რომ ათას სისულელეებს ლაპარაკობენ ახლა იმასთან მიმართებაში, რაც ქვეყანაში ხდება. პირველი გახლავთ, სწრაფი გამოვლენა, მას აქვს თავისი ინსტრუმენტები. ეს არის ეფექტური და მიზნობრივი ტესტირებების ხარისხის ზრდა, მეორე ეტაპი არის სწრაფი მკურნალობა, რაც დავიწყეთ კლინიკური ჯგუფის საშუალებით, კლინიკურ პროცესების მართვაში ცვლილებების შეტანით. მესამე არის ადამიანის ნორმალურ, სწრაფ, ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება, რაც უფრო ეკონომიკური განზომილებაა.

სწრაფი გამოვლინების ნაწილში ჩვენ მოდელი შევცვალეთ, უკვე დაახლოებით, 2 კვირაა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ტესტირების მიზნობრიობა. აქ ყველას უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვირუსი დაიწყო, ქვეყანა დღეში 200 PCR ტესტს აკეთებდა, დღეს ქვეყანა აკეთებს 10 000-ზე მეტ PCR ტესტს, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ ტესტის კეთების რესურსი შეუზღუდავი არ არის და ის მიზნობრივი უნდა იყოს“, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა