გიორგი გახარია - მიუხედავად ზოგიერთი ვაიექსპერტის მოწოდებისა, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს და მას ვერ და არ გავაჩერებთ, ეს ხელშეუხებელი პროცესია

საარჩევნო პროცესს, რა თქმა უნდა, ვერ და არ გავაჩერებთ, მიუხედავად ზოგიერთი ვაიექსპერტის მოწოდებისა. ეს არის ხელშეუხებელი პროცესი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ ასეთ პირობებშიც კი შესაძლებელია ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელება. პრემიერის განმარტებით, აუცილებელია დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვა იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურ ცხოვრებას სწრაფად დაუბრუნდეს.

„რაც შეეხება სწრაფად ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნებას, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია წესების დაცვა. ყველას უნდა გვესოდეს, რომ ჩვენ პირბადე უნდა გავიკეთოთ და სოციალური დისტანცია უნდა დავიცვათ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა იყოს სხვებთან შედარებით, უფრო ეფექტური და სწრაფი, ჩვენი სამუშაო ადგილების აღდგენა სხვებთან შედარებით, იყოს უფრო ეფექტური და სწრაფი, რასაც აქამდეც ვაკეთებდით სხვებთან შედარებით, ბევრად უკეთესად და რასაც ახლა ვაგრძელებთ. ჩვენ უბრალოდ რამდენიმე კომპონენტი გვემატება. პირველი არის, საარჩევნო პროცესი, პოლიტიკური პროცესი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერ და არ გავაჩერებთ, მიუხედავად, ზოგიერთი ვაიექსპერტის მოწოდებისა. ეს არის ხელშეუხებელი პროცესი და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები პირბადით, დისტანციის დაცვით, არის პრიორიტეტი. საქართველომ მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების გაგრძელება იმ შემთხვევაში, რომ ქვეყანა, მთავრობა, მოქალაქე, ორგანიზაციები, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციები, ზედმიწევნით იცავენ წესებს და აქვთ დისციპლინის მაღალი ხარისხი,“- განაცხადა გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, იქ, სადაც შესაძლებელია დისტანციური მუშაობა, ამის გამოყენება უნდა მოხდეს. ამასთანავე, გახარიამ აღნიშნა, რომ თუ რომელიმე ორგანიზაციის თანამშრომელი კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტია, მას ორგანიზაციამ თვითიზოლაციაში გადასვლისკენ უნდა მოუწოდოს.

„როდესაც ორგანიზაციებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ორგანიზაციებსაც აქვთ თავისი პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობაა, მაგალითად, ჩვენს ორგანიზაციებში ელემენტარული თერმოსკრინინგი. უნდა გვესმოდეს, რომ იქ, სადაც შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ დისტანციურად მუშაობა. იქ, სადაც ჩვენი რომელიმე თანამშრომელი არის ინფიცირებულის კონტაქტი, რა თქმა უნდა, მას მაშინვე უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გადავიდეს თვითიზოლაციაში, უფრო მეტიც, უნდა მოვუწოდოთ, რომ გადავიდეს თვითიზოლაციაში.“- განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო